ახალი წელი სვანეთში
ფოტო: Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
"" -ი გთავაზობთ სვანეთის სამდღიან ტურს.
გაატარე შენი ახალი წელი სვანეთში????????????
შეხვედრის დრო და ადგილი:
???? ვიკრიბებით რუსთაველზე არსებულ ველოსიპედის ძეგლთან.
შეხვედრის დრო: 04:30
გასვლის დრო: 05:00
ენგურჰესის ხეობა
ჩანჩქერი ენგურჰესის ხეობაში
მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი
მესტიის საკათედრო ტაძარი
მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმის მონახულება
მარგიანების კოშკის მონახულება
????საღამოს კი, ყველა ერთად დავიწყებთ საახალწლო სუფრის მზადებას.
11:00 სთ-ზე ჰაწვალის სამთო-სათხილამურო კურორტზე ასვლა საბაგირო გზით, საიდანაც იშლება ულამაზესი პანორამული ხედები - მწვერვალების თეთნულდის და უშბას სახით.
დარჩენილ დროს - შეგიძლიათ ისრიალოთ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე.
16:00 სთ-ზე გამობრუნება მესტიაში.
09:00 სთ-ზე დელიკებით ასვლა კურორტ თეთნულდზე, გასეირნება საბაგიროთი.
13:00 სთ-მდე თავისუფალი დრო.
14:00 საათისთვის გამომგზავრება მესტიიდან, გზად მოვილოცებთ ლატალის ეკლესიას.
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
საოჯახო სასტუმროში განთავსება
ტურ-ოპერატორის მომსახურება
ფოტო გადაღება
კვება (კვებას ვაგვარებთ ინდივიდუალურად)
მიხეილ ხერგიანის მუზეუმის საფასური - .
მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმის საფასური - .
მარგიანების კოშკის მონახულება - .
კურორტი ჰაწვალის მონახულება - .
დელიკების საფასური თეთნულდზე ასვლისას - .
ნატა ????
????ორი დღით ადრე ტურიდან ამოწერის შემთხვევაში, თანხა უკან არ ბრუნდება, რათა ტური არ ჩაიშალოს.
ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ.
Onesteptraveler ????
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.