სამ დღიანი ტური სვანეთში
ფოტო: Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- სასტუმროში განთავსება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
სვანეთის სამ დღიანი ტური
ტურის გამართვის პერიოდი
ტურის ფარგლებში მოვინახულებთ
I დღე:
მჩქეფარე ენგურის ხეობა
ენგურის კაშხალი
ჩანჩქერი ენგურის ხეობაში
ულამაზესი მესტია
კურორტი ჰაწვალი, საბაგიროთი ავალთ და დავტკბებით სვანეთის ლამაზი ხედებით
ჰეშკილის ქოხები (სურვილისამებრ)
ეთნოგრაფიული მუზეუმი
საღამოს გასეირნება მესტიაში
დაბინავება სასტუმროში.
II დღე:
სიყვარულის კოშკი
სოფ. კალა წმ. ბარბარეს ეკლესია
წმ.კვირიკეს და წმ.ივლიტას სახელობის ეკლესია, სვანურად "ლაგურკა"- X ს.
(საფეხმავლო-მარტივი, ჯამში 2 კმ)
სოფელი ჩაჟაში
სოფელი უშგული
უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი
თამარის კოშკი
სოფ.ჟიბიანი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
უშგულის ლამარია - ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია - IX-X სს.
მყინვარი
შხარა,
ენგურის სათავე
საღამოს დაბრუნება მესტიაში
დაბინავება სასტუმროში
III დღე:
მესტიის საკათედრო ტაძარი
სოფ. ლატალის მაცხოვრის ტაძარი X-XI სს
იონა წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი XI-XII სს
ზუგდიდის დადიანების სასახლე
• მგზავრობა კომფორტული მიკრო ავტობუსით/ავტობუსით (ყველა საჭირო დოკუმენტაციით)
• გიდის მომსახურება
• სასტუმროკოტეჯი ბუხრით ორჯერადი კვებით (2ღამე-3დღე)
• მგზავრობისას უფასო ყავა და ჩაი
• კომპანიიდან წარმომადგენელი
• დაზღვევა
• ფოტო და ვიდეო გადაღება
• მედდა(ყველა საჭირო დოკუმენტაციით და აღჭურვილობით)
მგზავრების რაოდენობა უნდა შეადგენდეს 15 დან ზევით
ჯგუფის არ შეგროვების შემთხვევაში თანხა დაგიბრუნდებათ უკან
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია თი-ბი-სი ბანკის ანგარისშზე GE58T63
ჩაწერა ხდება წინასწარ!
®
მის:. ქეთევან დედოფლის გამზ. 67ა
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.