ტური ბაკურიანში - სეზონის გახსნა დეკემბერი
ფოტო: Alexkom000 · CC BY 4.0; Alexkom000 · CC BY 4.0; I kynitsky · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
????️ ტურის ორგანიზატორი:
➡️ სურვილის შემთხვევაში ბორჯომიდან კუკუშკით გამოემგზავრებით ბაკურიანის მიმართულებით. ????????
???? სრიალის და გართობის მოყვარულებს გელით დიდველი და ოცდახუთიანები. ????⛷????⛸
???? 15:00 სთ ზე ვიკრიბებით და სურვილის შემთხვევაში ავდივართ საბაგიროთი "კოხტაგორაზე", საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები. ????????⛄❄
???? ბაკურიანში შეგიძლიათ გაერთოთ:
1. ჯოი ლენდით,
2. საციგურაო მოედნით.
3. იქირაოთ ციგა.
4. ცხენები.
5. კვადროციკლები.
5. სკუტერები.
6 ფაეტონი.
⏰ ბაკურიანიდან გამომგზავრება - 18:00 სთ ზე.
✔ კომფორტული მიკროავტობუსით მგზავრობა.
✔ გამყოლი
✔ ცხელი ყავა და ჩაი
????️ შეკრების ადგილი: რესპუბლიკის მოედანზე, ველოსიპედთან.
⏰ შეკრების დრო – 07:00 სთ.
⏰ გასვლის დრო – 07:30 სთ.
⏰ ჩამოსვლის დრო – 21:30 სთ.
✏ დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დარეკეთ:
❌ წამომსვლელთა საყურადღებოდ:
• გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე ორი დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს).
სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.
რა ვნახოთ
- ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
- რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
- ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
- ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
- საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
- ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.