national delicacy

ახალი წელი სვანეთში (31,1,2 იანვარი)

  • ID: 58034
  • ნახვები: 2377
complogo
გაიცანი საქართველო
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 31/12/19
    დაბრუნება
    • 02/01/20
დამატებითი ინფორმაცია

შეხვდი ახალ წელს გასხვავებულად. ♥
31, 1, 2 იანვარს, ტურისტული კომპანია "გაიცანი საქართველო" გთავაზობთ 3 დღიან დაუვიწყარ ტურს სვანეთში.

 

გასვლა ველოსიპედის ძეგლიდან - 31 დეკემბერს, 01:00 საათზე.
10:00 საათისთვის ჩასვლა მესტიაში, დაბინავება საოჯახო ტიპის სასტუმროში ცენტრში, დასვენება. https://www.booking.com/hotel/ge/sunny-mestia.en-gb.html?

 

14:00 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

 

✔ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს
✔ ლაღამის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიას
✔ მ. ხერგიანის მუზეუმს, მარგიანების მუზეუმს და საგვარეულო კოშკს, სადაც ძალიან კარგად არის წარმოდგენილი სვანური ოჯახისთვის დამახასიათებელი ყოფა - ცხოვრების ნიმუშები.

 

19:00 საათისთვის ვასრულებთ ტურს.
✔ 23:00 საათიდან - მზადება ახალი წლის შესახვედრად. ♥
გვექნება სადღესასწაულო სუფრა, ფეირვერკები, მუსიკა და მხიარულად და ბედნიერად შევეგებებით ახალ 2020 წელს. ♥ ♥

 

1 იანვარი - მეორე დღე:

 

✔ 11:00 საათზე ჰაწვალის საბაგიროთი ასვლა ზურულდის მთაზე, ვერანდაზე (ფუნქციონირებს კაფე) - საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედები იშლება სვანეთის გრანდიოზულ მწვერვალებზე - უშბაზე და თეთნულდზე.
16:00 საათამდე გექნებათ დრო დატკბეთ ამ ულამაზესი სანახაობით.
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ისრიალოთ თხილამურებით.

 

16:00 საათიდან - თავისუფალი დრო.

 

2 იანვარი - მესამე დღე:

 

✔ 09:00 საათისთვის -  დელიკებით ასვლა კურორტ თეთნულდზე, გასეირნება საბაგიროებით, თავისუფალი დრო 13:00 საათამდე
✔ 14:00 საათისთვის გამომგზავრება მესტიიდან. გზად მოვინახულებთ სოფელ ლატალს და ენგურჰესს.

 

ტურის ღირებულება გახლავთ 115 ლარი. ფასში შედის:

 

✔ ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
✔ საოჯახო სასტუმრო მესტიის ცენტრში (2 ღამე) - https://www.booking.com/hotel/ge/sunny-mestia.en-gb.html?
✔ გიდი

 

ფასში არ შედის კვება, საკვების უზრუნველყოფა ხდება ინდივიდუალურად და მოსაკრებლები, რომელიც შეადგენს ჯამში   48 ლარს და რომელსაც იხდით ინდივიდუალურად ადგილზე სურვილისამებრ. (კერძოდ: 7 ლარი ეთნოგრაფიული მუზეუმი, 3 ლარი ხერგიანის მუზეუმი, 3 ლარი მარგიანების კოშკი, 15 ლარი ჰაწვალის საბაგირო და 20 ლარი დელიკების საფასური თეთნულდზე ასვლისას, ვინაიდან მიკროავტობუსი იქ ვერ გადაადგილდება)   

 

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 577 72 76 67 ნიკა

 

* მეგობრებო გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს).

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე115.00
გაიცანი საქართველო
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 31/12/19
    დაბრუნება
    • 02/01/20