ლიკანის ხეობის ბილიკი (ბ.ხ.ე.პ.)
ფოტო: Alexkom000 · CC BY 4.0; I kynitsky · CC BY-SA 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️
❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️
????ლაშქრობის ლოკაცია: სამცხე-ჯავახეთი
⚠️აუცილებლად იქონიეთ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ID ბარათი ან პასპორტი) ვიზიტორთა ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად...
????ლაშქრობის ხანგრძლივობა: 1 დღე
????ლაშქრობის სირთულე: საშუალო სირთულის
????ლაშქრობის სახეობა: სათავგადასავლო
????ფეხით გასავლელი მანძილი :
5-7 კმ. (ჯამურად)
????მოსანახულებელი ადგილები:
✅ბორჯომი
✅ლიკანი
✅ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკი
✅ლიკანის ხეობის ბილიკი
⏰შეკრების ადგილი-გასვლის დრო:
რუსთავი-
შეკრების ადგილი-შარტავა მადაგონის წინ.
გასვლის დრო-06:00 საათი.
თბილისი
შეკრების ადგილი-საბურთალო,სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია სუპერმარკეტ სპართან.
გასვლის დრო- 07:00 საათი
⚠️დამგვიანებელთა საყურადღებოდ თუ გაგვაფრთხილებთ რომ გაგვიანდებათ საპატიო მიზეზით შეგვიძლია დაგელოდოთ გასვლის დროიდან მაქსიმუმ 15 წუთი⚠️
✔️ტრანსპორტირება მიკროავტობუსით
✔️პროფესიონალი სამთო საფეხმავლო გიდი
????1 დღის სამყოფი საკვები
⚠️ადგილის დასაჯავშნად თანხას ვრიცხავთ წინასწარ საბანკო ანგარიშზე⚠️
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: გიორგი შარიქაძე
⚠️დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ- თქვენი სახელი გვარი ლაშქრობა ლიკანში.
შეინახეთ დამადასტურებელი დოკუმენტი სანამ არ დაგიდასტურებთ ჩარიცხვას⚠️
⚠️გადახდილი თანხა, ლაშქრობის ჩატარებამდე 5 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება⚠️
????იმისათვის რომ ლაშქრობა იყოს სასიამოვნო ყველანი ვალდებულები ხართ დაემორჩილოთ ირბისის წესებს❗️❗️❗️
✔️ლაშქრობის ორგანიზატორი გახლავთ უზენაესი პირი და ვემორჩილებით მის გადაწყვეტილებებს
✔️ლაშქრობაში დაშვებულია მხოლოდ მცირე რაოდენობით ალკოჰოლი (გადამოწმდება რაოდენობა გასვლამდე)
✔️სასტიკად აკრძალულია მსუბუქ ნარკოტიკული(მწვანე) და სხვა ნარკოტიკული საშუალებები
✔️არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში
✔️ არ ვაბინძურებთ გარემოს ნაგვით
✔️არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს თვითნებურად
✔️არ ვეწევით ტრანსპორტში
სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.
რა ვნახოთ
- ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
- რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
- ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
- ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
- საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
- ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.