სვანეთი- იანვარს შეხვდი ახალწელს განსხვავებულად
ფოტო: Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ალექსანდრე
ჩასვლა მესტიაში 10 საათზე და დაბინავება საოჯახო ტიპის სასტუმროში
ტურის განრიგი:
1 დღე
ვიკრიბებით 13 საათზე
მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი
მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
მესტიის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
თავისუაფლი დრო 2-3 საათი მესტიის ქუჩებში გასასეირნებლად
საღამოს ვემზადებით ახალი წლის შესახვედრად , საახალწლო სუფრა , ტკბილეული , სიმღერა , მოლხენა და ლამაზი ფეიერვერკი
2 დღე
დილის 10:00 სთ-ზ ავალთ კურორტ თეთნულდზე, ასვლა შესაძლებელია დელიკებით ,გავისეირნებთ საბაგიროებით და ვჩერდებით 14:00 საათამდე
გასეირნება ბეთქილში და მჟავე წყლები
3 დღე
10:00 სთ –ზე ავალთ ჰაწვალზე , შეგვიძლია ვისრიალოთ სათხილამურო ტრასაზე , გავერთოთ და ვისარგებლოთ უმაღლეს წერტილში მდებარე კაფით , საიდანაც იშლება ხედები სვანეთის ულამაზეს მწვერვალებზე უშბასა და თეთნულდზე ვჩედებით 13 საათმდე
14:00 სთ-ზე ვტოვებთ მესტიას
გზად მოვინახულებთ :
სოფელი ლატალის (ლატალის იოანა წინასწარმეტყველის
სახელობის ტაძარი
ენგურის წყალსაცავს
ტრანსპორტირება (სპრინტერის მიკრო ავტობუსით)
გამყოლი კომპანიიდან
ღამისთევა საოჯახო სასტუმროში -2 ღამე
ფოტოგადაღება პროფესიონალი აპარატით
ტურის დეტალები იხილეთ ბმულზე
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.