გომისმთა

ფოტო: M. · CC BY-SA 4.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაგურია
ფასიფასი — მოთხოვნით
ID57649

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ვისაც უყვარს ლაშქრობა და ბევრი თოვლი.
ზამარში განსაკუთრებით ლამაზია გომისმთა.
შეიქმენი განსაკუთრებული განწყობა და დაგვემგზავრეთ.

ტურზე დაიშვება არაუმეტეს 20 ადამიანისა.

ფეხით გასავლელი მანძილი და რელიეფი:
• დღე I: 6 კმ. სამანქანო გზა. თოვლი.
ღამისთევა გომის მთაზე, კოტეჯში.
• დღე II: 6 კმ. სამანქანო გზა. თოვლი.

ტურის საერთო სირთულე:
(საშუალოზე რთული)

სირთულის განმსაზღვრელი ფაქტორები:
მარტივი რელიეფი, დიდი მანძლი, თოვლის საფარი, მძიმე ბარგი.

გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა(აუცილებელი/სასურველი):
აუცილებელი:
• წყალგაუმტარი სალაშქრო ფეხსაცმელი;
• გამაშები
• ზურგჩანთა.
• საძილე ტომარა, საგებელი;
• მზის სათვალე, მზისგან დამცავი საშუალებები;
• ფანარი;
• პირადი აფთიაქი;
• არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი;

სასურველი:
• საკუთარი აღჭურვილობა;
• სალაშქრო ჯოხები;
• საწვიმარი;
• თბილი მოსაცმელი; ქუდი, ხელთათმანი;
• გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და წინდები;
• სალაშქრო გაზქურა;

კვება:
თან უნდა იქონიოთ 2 დღის სამყოფი საკვები.

ჯანმრთელობა:
თუ გაქვთ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და ა.შ.) აუცილებლად წინასწარ უნდა გვაცნობოთ.
სასურველია თან იქონიოთ ინდივიდუალური აფთიაქი.

• ნისლიანი ამინდის შემთხვევაში არ გვექნება ხედები;
• კოტეჯის დაჯავშნა ხდება წინასწარ. გასვლამდე 5 დღით ადრე უნდა ვიცოდეთ, ნამდვილად მოდიხართ თუ არა.
• წინა დღეებში დიდი ნალექის შემთხვევაში შესაძლოა დაგვემატოს ფეხით გასავლელი კილომეტრები.

ფორსმაჟორულ სიტუაციებში გასვლის ხელმძღვანელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

შეკრების ადგილი და დრო:
M დიდუბე (ზედა ამოსასვლელი)
03:00
გასვლის დრო - 03:30.

ღირსშესანიშნაობანი:
• კურორტი გომის მთა

• ტრანსპორტირება;
• საფეხმავლო გამყოლი;

• კვება;
• სალაშქრო აღჭურვილობა(ზურგჩანთა, ჯოხები, გაზქურა და ა.შ.);

გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე 7 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.

გურია — რა ტურებს გთავაზობთ

გურიაში ტური ორნაირად შეიძლება: ზღვაზე დასვენება ურეკსა თუ შეკვეთილში სასტუმროთი და ტრანსფერით, ან ზაფხულის მარშრუტი ბახმაროში მთის ბილიკებით. თარიღები გვითხარით და ორივე ვარიანტს ფასით შეგითავაზებთ.

როდის წავიდეთ

ზღვაზე სეზონი ივლისი–აგვისტოა: ჰაერი 28–30°, წყალი 25–26°; ამავე დროს იხსნება ბახმარო, სადაც დღისით 20°-ის ფარგლებშია.
ივნისი და სექტემბერი სანაპიროზე უფრო წყნარია, მაგრამ წვიმიანი დღეები ხშირია — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო კუთხეა.
ზამთარში ბახმაროსკენ გზა თოვლის გამო ძნელად სავალია, ზღვისპირა სოფლები კი თითქმის ცარიელია.

რა ვნახოთ

  • ურეკი — ფართო პლაჟი შავი მაგნიტური ქვიშით, წყალში თანდათან ღრმავდება
  • შეკვეთილი — ფიჭვნარი ზღვასთან, მუსიკოსების პარკი და დენდროლოგიური პარკი
  • ბახმარო — მთის კურორტი 2000 მეტრზე, ფიჭვნარი და ხის სახლები, საიდანაც ზღვამდე ღრუბლების ზემოდან ჩანს
  • გომისმთა — ალპური საძოვრები და საზაფხულო ქოხები, ღრუბლების ზღვის ხედით
  • შემოქმედის მონასტერი — გურიის მთავრების საძვალე, ოზურგეთის ახლოს
  • ნაბეღლავი — ცნობილი მინერალური წყლის წყარო ჩოხატაურის ტყეებში

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ურეკამდე და ოზურგეთამდე დაახლოებით 300 კმ-ია (3,5–4 საათი), ბახმარომდე — 350 კმ-მდე (5 საათამდე). მარშრუტკები ოზურგეთსა და ურეკში დიდუბის სადგურიდან გადის; ზაფხულში ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან ბახმაროში მიკროავტობუსები დადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ ლანჩხუთის გავლით ურეკსა და ოზურგეთამდე; ბახმარომდე ჩოხატაურიდან 50-იოდე კმ დაკლაკნილი მთის გზაა.
სად დავრჩეთ: ურეკსა და შეკვეთილში — სასტუმროები და გესტჰაუსები ზღვასთან; ბახმაროში — ხის კოტეჯები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — ქურთუკი და წვიმის ქურთუკი, ღამით ცივა; ზღვაზე — მზის კრემი.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი კარგია, ბახმაროსა და მთის სოფლებში — არასტაბილური.

გურია: გზამკვლევი
გურია

ხშირი კითხვები

მართლა სასარგებლოა ურეკის ქვიშა?
მაგნიტურ ქვიშაზე დასასვენებლად გულ-სისხლძარღვთა და სახსრების პრობლემების მქონე ადამიანები ჩამოდიან. თუ მკურნალობის მიზნით მიდიხართ, წინასწარ ექიმს გაესაუბრეთ.
შეიძლება თუ არა ურეკში პატარა ბავშვებთან?
კი, ზღვა აქ ნაპირთან დიდხანს მეჩეჩია, ძირი ქვიშიანია და კენჭი არ არის. ივლისში და აგვისტოში ოჯახებით სწორედ აქ მოდიან ყველაზე ხშირად.
როდის მივიდეთ ბახმაროში?
სეზონი ივნისის ბოლოდან სექტემბრის შუამდე გრძელდება, ყველაზე ხალხმრავალია აგვისტო. ზამთარში გზა თოვლის გამო ხშირად იკეტება.
ურეკი თუ შეკვეთილი?
ურეკი უფრო ხმაურიანია, კაფეებითა და გართობით. შეკვეთილი წყნარია, ფიჭვნარით და ახალი სასტუმროებით — უფრო მშვიდი დასვენებისთვის.
რა უნდა გავსინჯოთ გურიაში?
გურული ღვეზელი (საშობაო ხაჭაპური კვერცხით), ჭადი ნადუღით, ბადრიჯანი ნიგვზით და ფხალი. სუფრაზე თუ გაგიმართლათ, გურულ სიმღერას — კრიმანჭულით — მოისმენთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.