შეხვდი ახალ წელს სვანეთში- იანვარი
ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
"" ტრადიციულად გთავაზობთ 3 დღიან საახალწლო ტურს სვანეთში:
გასვლა 01:00 საათზე
ჩასვლა მესტიაში 10:00 (დაბინავება სასტუმროში)
პირველი დღე: მესტია
მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი
ხერგიანების მუზეუმი
საღამოს დავესწრებით საახალწლო კონცერტს
სასტუმროში გვექნება ტრადიციული საახალწლო სუფრა
მეორე დღე:
ჰაწვალზე ასვლა (სასრიალო დრო)
სრიალი,ულამაზესი ხედები 16:00 საათამდე
საღამოს თავისუფალი დრო მესტიაში
მესამე დღე:
კურორტი თეთნულდი (ავდივართ დელიკებით)
გასეირნება საბაგიროებით,სრიალი სურვილის შემთხვევაში
14:15 გამომგზავრება მესტიიდან
სოფელი ლატალი
ტრანსპორტირება (მაღალი კლასის მიკროავტობუსი)
გამყოლის მომსახურება
ფოტო გადაღება (ინდივიდუალური ფოტოსესია)
სასტუმრო მესტიაში (2 ღამე) ლუქსის ტიპის ნომრები სველი წერტილებითა და ცენტრალური გათობით.სასტუმროში არის ყველა პირობა საახალწლო განწყობისთვის.
ჩაი/ყავა სასტუმროში
საახალწლო სუფრა 31-ში საღამოს (ტრადიციული კერძები)
სახალისო გათამაშებები და სიმბოლური პრიზები კომპანიისგან
საკვების უზრუნველყოფა ხდება ინდივიდუალურად.
მუზეუმების მოსაკრებელი,კერძოდ:
მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი:
ხერგიანების მუზეუმი
ჰაწვალის საბაგირო
დელიკების საფასური (თეთნულდზე ასასვლელად )
???? გიორგი
???? ნინი
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.