ორ დღიანი ტური კახეთში
ფოტო: George Nikoladze · Public domain; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- სასტუმროში განთავსება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
ორ დღიანი ტური კახეთში
ტურის გამართვის პერიოდი
ტურის ფარგლებში მოვინახულებთ
პირველი დღე
1. სიღნაღი
2.ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერი
3. იყალთო
4. ალავერდი
5. ლაგოდეხის ნაკრძალი
(ფეხით სასიარულო 6-7 კილომეტრი ლაგოდეხის ნაკრძალში)
სირთულე-მარტივი
დაბინავება ლაგოდეხში საოჯახო სასტუმროში ნაკრძალიდან 5 წუთის სავალზე
მეორე დღე
გასვლა სასტუმროდან დილის 9 საათზე
1.ყვარლის ტბა.
2.ილიას ტბა
3. გრემი
4.ნეკრესი
5.წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
6,ახალი შუამთა
7. ძველი შუამთა
დაბრუნება თბილისში 23:30 საათზე
1) მგზავრობა კომფორტული მიკრო ავტობუსით/ავტობუსით (ყველა საჭირო დოკუმენტაციით)
2) გიდის მომსახურება
3) მგზავრობისას უფასო ყავა და ჩაი
4)კომპანიიდან წარმომადგენელი
5)დაზღვევა
6)სასტუმრო ბუხრით ლაგოდეხში ორჯერადი კვებით
7)ფოტო და ვიდეო გადაღება
8)მედდა(ყველა საჭირო დოკუმენტაციით და აღჭურვილობით)
მგზავრების რაოდენობა უნდა შეადგენდეს 15 დან ზევით
ჯგუფის არ შეგროვების შემთხვევაში თანხა დაგიბრუნდებათ უკან
ჩაწერა ხდება წინასწარ!
®
მის:. ქეთევან დედოფლის გამზ. 67ა
გისურვებთ ბედნიერ მოგზაურობას
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.