მაჭის ციხე-ბნელი ხეობის ბილიკი
ფოტო: George Nikoladze · Public domain; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ლაშქრობის ლოკაცია: კახეთი (ლაგოდეხის ეროვნული პარკი)
აუცილებლად იქონიეთ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ID ბარათი ან პასპორტი)იქიდან გამომდინარე რომ მაწიმი,ბნელი ხეობის ბილიკი სასაზღვრო ზონაა რეგისტრაციაა საჭირო ვიზიტორთა ცენტრში.( დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ლაშქრობაზე არ დაიშვებით)
ლაშქრობის ხანგრძლივობა: 1 დღე
ლაშქრობის სირთულე: საშუალო სირთულის
ლაშქრობის სახეობა: სათავგადასავლო
ფეხით გასავლელი მანძილი :
12კმ. მაქს. (ჯამურად)
მოსანახულებელი ადგილები:
ლაგოდეხის ეროვნული პარკი
სოფელი მაწიმი
ბნელი ხეობის ბილიკი
მაჭის ციხე
⏰შეკრების ადგილი-გასვლის დრო:
რუსთავი-
შეკრების ადგილი-შარტავა მადაგონის წინ.
გასვლის დრო-06:00 საათი.
თბილისი
შეკრების ადგილი-საბურთალო,სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია სუპერმარკეტ სპართან.
გასვლის დრო- 07:00 საათი
დამგვიანებელთა საყურადღებოდ თუ გაგვაფრთხილებთ რომ გაგვიანდებათ საპატიო მიზეზით შეგვიძლია დაგელოდოთ გასვლის დროიდან მაქსიმუმ 15 წუთი
ტრანსპორტირება მიკროავტობუსით
პროფესიონალი სამთო საფეხმავლო გიდი
1 დღის სამყოფი საკვები
თანხას ვრიცხავთ წინასწარ საბანკო ანგარიშზე
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: გიორგი შარიქაძე
დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ- თქვენი სახელი გვარი ლაშქრობა კახეთში.
შეინახეთ დამადასტურებელი დოკუმენტი სანამ არ დაგიდასტურებთ ჩარიცხვას
გადახდილი თანხა, ლაშქრობის ჩატარებამდე 5 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება.
იმისათვის რომ ლაშქრობა იყოს სასიამოვნო ყველანი ვალდებულები ხართ დაემორჩილოთ ირბისის წესებს
ლაშქრობის ორგანიზატორი გახლავთ უზენაესი პირი და ვემორჩილებით მის გადაწყვეტილებებს
ლაშქრობაში აკრძალულია ალკოჰოლი
სასტიკად აკრძალულია მსუბუქ ნარკოტიკული(მწვანე ???? ) და სხვა ნარკოტიკული საშუალებები
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში
არ ვაბინძურებთ გარემოს ნაგვით
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს თვითნებურად
არ ვეწევით ტრანსპორტში
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.