სამცხე-ჯავახეთი ორ დღიანი: მწვანე მონასტერი, რაბათი,საფარა, უდის მონასტერი, ჭულევი, ზარზმა, ოქროს ციხე,აბასთუმანი, ასპინძის ციხე, საროს მეგალითური ციხეები, ხერთვისის ციხე,წუნდის ტბა, წუნდის ეკლესია, ვანის ქვაბები, თმოგვის ციხე, ვარძია - სეწტემბერს!
ფოტო: Jelger Groeneveld · CC BY 2.0; This work is created by George Melashvili. You can redistribute it or modify it under the terms of the terms of Cc-by-sa-3.0 (See below) · CC BY-SA 4.0; Alexkom000 · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გადადით ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
ეს არის ლამაზი და საინტერესო მხარე სამხრეთ საქართველოში, რომელიც მუდმივად აოცებს მნახველებს. ეს მხარე მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების სამცხის, ჯავახეთისა და თორის ტერიტორიებს.
გზად გავივლით და მოვინახულებთ:
I დღე:
✔️მწვანე მონასტერი
✔️ახალციხე
✔️რაბათის ციხე XVIII ს. რომელიც ტოლერანტობის სიმბოლოა, რადგან გვერდიგვერდ განთავსებულია ქრისტიანული ეკლესია, ისლამური მეჩეთი და ებრაული სინაგოგა.
✔️საფარის მონასტერი X ს. ჯაყელთა ერთ- ერთი რეზიდენცია
✔️ჭულევის მონასტერი XIV ს.
✔️ზარზმის მონასტერი XIV ს. სამრეკლო, საძვალე-( სადაც სასულიერო პირების ნაწილები და უხრწნელი გვამია დასვენებული)
✔️ ოქროს ციხე (ის ჯაყელების უმთავრესი სიმაგრე იყო)
✔️აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია მთა ყანობილზე (ზღვის დონიდან 1700 მ.) ტელესკოპით დავაკვირდებით, ვარსკვლავებს მარსს და ვენერას.
✔️ახალციხე. განთავსება საოჯახო სასტუმროში
II დღე:
✔️ასპინძის ციხე IX-X ს.ს.
✔️საროს მეგალითური ციხეები თავისი ულამაზესი ხედებით
✔️ხერთვისის ციხე
✔️ვანის ( ვაჰანის) ქვაბები- გამოქვაბულების კომპლექსი, უდაბნო- მონასტერი VIII-XVIს.ს.
✔️ ვარძია - კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი XII-XIII ს.ს.
✔️საღამოს ბორჯომის ისტორიული პარკი (დროს დარჩენის შემთხვევაში)
მგზავრობაში შედის:
✔️ მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
✔️ გიდი!
✔️ თერმოსკრინინგი
✔️ სადეზინფექციო ხსნარი
კვება. მოგვაქვს 2 დღის სამყოფი საკვები ან ადგილზე ვაგვარებთ. ( შესაძლებელია საღამოს მწვადის შეწვაც )
სასტუმრო ( საოჯახო) ერთი ადამიანი
აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
აუცილებლად უნდა გქონდეთ პირბადე!
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ლაშქრობის დროს!!!
აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი, ასევე გამოსაცვლელი ფეხსაცმელიც, საწვიმარი და თბილი მოსაცმელი
ვემორჩილებით გიდს!!! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გიდი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!!!
გასვლის დრო: - დილის 7:00 სთ.
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
-თამარი
-თამარი
სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.
რა ვნახოთ
- ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
- რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
- ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
- ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
- საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
- ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.