მეგობრული ტური ქუთაისი
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ჰოსტი- მასპინძელი
ტრანსპორტირება - Mercedes Benz Vito
დღე 1
ქალაქის ტური - ქუთაისი იყო კოლხეთის სამეფო დედაქალაქი. ოქროს საწმისის ლეგენდა აქ სათავეს იღებს, რადგან რიონის წყლები ოდესღაც ოქროთ იყო გავსებული.
საქალაქო ტური მოიცავს: მესხიშვილის თეატრი, კოლხეთის შადრევანი, ქუთაისის პარკი, ოპერის თეატრი, საბჭოთა კავშირის ძეგლებს, სამეფო კვარტალს, თეთრ ხიდს, "ოქროს ჩარდახს", ძველ ქალაქს, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს
ლანჩი - ლანჩ ბოქსი (სენდვიჩი, ბოსტნეული, ხილი)
გელათის მონასტერი - გელათი საქართველოს შუასაუკუნეების "ოქროს ხანის" კულტურული კერა იყო და მრავალი ქართველი მმართველი აქ არის დაკრძალული, მათ შორის მე-12 საუკუნეში მოღვაწე მეფე დავითი აღმაშენებელი. ტაძრის ინტერიერი საქართველოში ყველაზე ნათელი და ყველაზე ფერადია, მომხიბლავი ფრესკებით.
სათაფლიის სახემწიფო ნაკრძალი - მდებარეობს ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით 9 კილომეტრში. აქ აღმოჩენილია 120 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ნაკვალევი. ტერიტორია დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით. ნაკრძალში ნახავთ 300 მეტრის სიგრძის მღვიმესა და რამდენიმე პანორამულ გადმოსახედს.
ვახშამი - ქართული სუფრა თამადასთან ერთად