კახეთი-ელიას მთა, ხორნაბუჯის ციხე, ზიარის ტბა
ფოტო: Max Benidze · CC BY-SA 2.0; George Nikoladze · Public domain; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
G&M TOURS გთავაზობთ ერთდღიან ტურს ულამაზეს მხარში - ქიზიყში
ერთი უძლიერესი ნაწილია კახეთისა. ეს მხარე გამორჩეულია იმითაც რომ, იქ არ იციან, რას არის ბატონყმობა.
:
ხორნაბუჯის ციხე ( მას დღეს თამარის ციხესაც უწოდებენ) წყაროებში პირველად იხსენიება V საუკუნეში
ზიარის ტბას
საღამოს გასეირნება სიღნაღის ქუჩებში
ტრანსპორტირება (სპრინტერის მიკრო ავტობუსით)
გამყოლი კომპანიიდან
ფოტოგადაღება პროფესიონალი აპარატით
კვება , ინდივიდუალურად მოგვაქვს ერთი დღის საკვები. ხორნაბუჯზე შესაძლებელია ერთად შევწვათ მწვადები
ვითვალისწინებთ : არ ვიგვიანებთ , არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში, არ ვსვათ და არ ვეწევით ტრანსპორტში , არ ვანაგვიანებთ გარემოს.
ალკოჰოლური სასმელის წამოღება შესაძლებელია მცირე რაოდენობით
ტურზე აკრძალულია ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება და მათი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, თვითნებულად გადახვევა ბილიკიდან ორგანიზატორთან შეუთანხმებლად
ვითვალისწინებთ ორანიზატორის მიერ დათქმულ დროს და დროულად ვბრუნდებით ტრანსპორტთან.
ყოველივე ზემოთხსენებულის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას მონაწილე გამოეთიშოს ტურს
დასაჯავშნად და დამატებითი კითხვების შემთხვევაში :
ალექსანდრე
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ გვერდზე
ჩარიცხვა ხდება წინასწარ!
მიმღები ი/მ მაკა ბრეგვაძე
პ/ნ 66
ჩარიცხული თანხა 2 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება ,რათა ტური არ ჩაიშალოს.
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.