სვანეთის დღიანი ტური, მომავალ კვირას!
ფოტო: Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
სვანეთის 4 დღიანი ტური, მომავალ კვირას!
► ზოგადი მარშრუტი: თბილისი - ზუგდიდი - მესტია - უშგული - ქორულდის ტბები - ჭალაადის მყინვარი - მარტვილის და ოკაცეს კანიონები - თბილისი
————————————
► ტურის სახეობა: სათავგადასავლო.
► სატრანსპორტო საშუალება: სპრინტერი თბილისი - მესტია JEEP Mitsubishi Delica 4X4 - მესტია- ქორულდი - უშგული
► კვება: ორჯერადი (გზის კვების გარდა);
► განთავსება: საოჯახო სასტუმრო - გესთჰაუსი
► ტურის ხანგძლიობა: 3 ღამე / 4 დღე
► მანძილი: ერთი მიმართულებით 566 კმ.
► შეხვედრისა და გასვლის ადგილი: თბილისი, Radisson Blu Iveria - სთან (ველოსიპედის წინ).
————————————
ტურის დეტალური აღწერა:
⟹ პირველი დღე: თბილისი - ზუგდიდი - ენგური - მესტია
07:00 გასვლა თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით
12:00 - 13:00 ზუგდიდში დადიანების სასახლის მონახულება
15:00- 16:00 გაჩერება ენგურის კაშხალზე
17:00 - 18:00 მესტიაში განთვსება საოჯახო სასტუმროში
⟹ მეორე დღე: მესტია - უშგული - სიყვარულის კოშკი - თამარ მეფის კოშკები - მესტია
09:00 საუზმე სასტუმროში
10:00 საათიდან გამგზავრება უშგულის მიმართულებით, გზად მჟავე წყლების და სიყვარულის კოშკის მონახულება.
13:00 უშგულში თამარ მეფის საზაფხულო და საზამთრო კოშკის მონახულება
14:00-17:00 სადილი ბუნებაში
18-19 დაბრუნება მესტიაში, ვახშამი სასტუმროში.
ფეხით სავალი მონაკვეთი: 2 კმ საზამთრო კოშკის მოსანახულებლად, 6 კმ საზაფხულო კოშკის მოსანახულებლად.
⟹ მესამე დღე: (სათავგადასავლო დღე) მესტია - ქორულდის ტბები - ჭალაადის მყინვარი - მესტია
08:00 საუზმე სასტუმროში;
10:00 საათიდან გამგზავრება ალპურ ზონაში ქორულდის ტბებზე - უშბის ძირში. 2850 მ ზღვის დონიდან, საიდანაც ჩანს ზემო სვანეთის სოფლები, კავკასიონის მყინვარები: შხარა, თეთნულდი, ლაილა.
14:00-15:00 საათიდან გადასვლა ჭალაადის მყინვარის ძირში.
ფეხით სავალი 4 კმ მარტივი კატეგორიის ბილიკი.
18:00 საათიდან დაბრუნება მესტიაში
⟹ მეოთხე დღე: (კულტურულ - შემეცნებითი დღე) ხერგიანების მუზემი - ეთონგრაფიული მუზეუმი - ჰაწვალი საბაგირო - თეთნულდის საბაგირო - მესტია - მარტვილის კანიონი - ოკაცეს კანიონი - თბილისი
დილის საუზმის შემდეგ დღის პირველი ნახევარი დაეთმობა მესტიის მუზეუმების მონახულებას და ჰაწვალის, თეთნულდის საბაგიროთი გასეირნებას. დღის მეორე ნახევარში ვეწვევით სამეგრელოს კანიონებს:
კარგი ამინდის შემთხვევაში შეირჩევა მარტვილში ნავებით გასეირნება.
ცუდი ამინდის შემთხვევაში შეირჩევა ოკაცეს კანიონის მონახულება.
22:00- 23:00 დაბრუნება თბილისში
————————————
ტრანპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
ტრანსპორტირება დაქირავებული დელიკებით
ღამისთევა საოჯახო ტიპის სასტუმროში 3 ღამე
ორჯერადი კვება (გზის კვების გარდა)
გამყოლი-გიდის მომსახურეობა
მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები
კანიონებზე შესასვლელი ბილეთები
საბაგიროს ბილეთები
————————————
ტური განსახორციელებლად საჭიროა მინიმუმ 10 მონაწილე
————————————
გიორგი
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.