შემოდგომის სვანეთი- დღიანი ტური
ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტურის ფარგლებში მოვინახულებთ ულამაზეს ადგილებს და დავტკბებით დაუვიწყარი ხედებით
თითო პერიოდზე არის სულ 20 ადგილი იჩქარეთ
მოსანახულებელი ადგილები :
????ენგურის ულამაზესი ხედები
????მესტია
????მესტიის მუზეუმი
????ჰაწვალი
????ქორულდის ტბები
????უშგული
????უშგულის ეთნოგრფიული მუზეუმი
????ლამარიას ტაძარი
????თამარის კოშკი
???? სიყვარულის კოშკი
????თეთნულდი (საბაგიროებით)
დამატებითი ხარჯები რისთვისაც ფული დაგჭირდებათ:
????დელიკების დასაქირავებლად, სამ ლოკაციაზე გაითვალისწინეთ (ქორულდის ტბები, უშგული, თეთნულდი) ჯამში-
????მუზეუმში შესასვლელი თანხა-
????საბაგიროზე ასასვლელი თანხა 15-
???? დამატებითი ხარჯები თუ მოგინდებათ, რესტორანში ან კაფეში შესვლაა თქვენზეა დამოკიდბეული ^_^
ფასი მოიცავს:
ტრანსპორტირებას
გუესთ ჰაუსში დაბინავებას (საერთო აბაზანიან ნომრებში)
გიდის მომსახურებას
ფასი მოიცავს:
ტრანსპორტირებას
გუესთ ჰაუსში დაბინავებას (ნომრები ინდივიდუალური აბაზანით)
გიდის მომსახურებას
????კვება/საჭამადი
????დელიკების საფასური
????ძირითადი საკითხები:
ტურის სირთულე:მარტივი
გავდივართ: დილის 6:30 საათზე
ვიცვავთ კომფორტულად, სპორტულად
მოგვაქვს საკუთარი თეთრეული , მეტად ჰიგიენურიაა .
????სასტუმრო მდებარეობს მესტიიდან 10 კილომეტრში , ულამაზესი ხედებით და საოცარი მასპინძლებით.
????კვება არის ინდივიდუალური , შეგიძლიათ გამოიყენოთ სამზარეულოც.
???? გაითვალისწინეთ რომ ოთახში 1 ადამიანი მარტო არ განთავსდება გვაქვს 2,3,4 ადგილიანი ნომრები ^_^
‼ქცევის ნორმები.
გაითვალისწინეთ რომ ტურის ხელმძღვანელი არის უფლება მოსილი პირი რომელსაც შეუძლია ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის განრიგი და ლოკაციების თანმიმდევრობა.????????????????????
-
????სიაში მოსახვედრად აუცილებელია წინასწარ ბეს სახით დარიცხოთ თანხა
სიაში ჩასაწერად მოგვწერეთ ან დარეკეთ
ანა
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.