სექტემბერი - პანკისის ერთდღიანი ტური
ფოტო: Max Benidze · CC BY-SA 2.0; George Nikoladze · Public domain; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტურის სახეობა: კულტურულ-შემეცნებითი
სატრანსპორტო საშუალება: მიკროავტობუსი
კვება: კვების გარეშე
შეკრების ადგილი: მეტროსადგურ „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორია (მეტროს ზემოთა ამოსასვლელი)
ტურის დეტალური აღწერა:
07:00 სთ. გასვლა თბილისიდან
10:00 სთ. სოფ. დუისი (ეთნოგრაფიული მუზეუმი, კვირაცხოვლის ეკლესია, ბალთაგორის საბრძოლო კოშკი)
13:00 სთ. სოფ. ჯოყოლო (წმ. გიორგის ეკლესია და მეჩეთი)
14:00 სთ. პიკნიკი ბუნებაში
15:00 სთ. სოფ. ხადორი (ჩანჩქერი, სადაც ცალმხრივად საფეხმავლო გზა 2.3 კილომეტრია, მარტივი სირთულის, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი)
18:00 სთ. პანკისი კემპინგი, სადაც შეგვიძლია დავაგემოვნოთ ადგილობრივი, ქისტური (და არა მხოლოდ) სამზარეულოს კერძები
1) გიდის მომსახურება, რომელსაც გაგვიწევს ისტორიკოსი გოგი ურგებაშვილი (ამჟამად ახმეტის მუნიციპ. ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი), მოგვიყვება ძალიან საინტერესო ისტორიებს
2) მგზავრობა 20 ადგილიანი მიკროავტობუსით
3) ტურ-ორგანიზატორის მომსახურება (ტურის ორგანიზება, ფოტოგადაღება)
დამატებითი ინფორმაცია:
სასურველია იქონიოთ მსუბუქი სპორტული აღჭურვილობა, მზისგან და წვიმისგან დამცავი საშუალებები.
საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და იქ ვაწყობთ ერთიან პიკნიკს დღის განმავლობაში, საღამოს კი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვეწვევით პანკისი კეპმინგს
ზოგადი ინფორმაცია:
ხშირად დაისმის კითხვები ამინდთან დაკავშირებით. ამ საკითხს ჩვენ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და როდესაც უამინდობა ხდება ტურის ჩაშლის მიზეზი, 2-3 დღით ადრე თითოეულ ჩაწერილ მონაწილეს ვაცნობებთ.
კომპანიის საბანკო ანგარიში:
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.