ტური კახეთში - ღვინის დაყენება წლისაა, კახეთი ღვინის სამშობლოა
ფოტო: Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Max Benidze · CC BY-SA 2.0; George Nikoladze · Public domain · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
რუსულენოვანი ტურისტებისათვის გიდის მომსახურება უფასოა !
მსურველებს ყოველდღე გთავაზობთ ერთდღიან ტურებს თბილისიდან კახეთში. თქვენ ამ ტურში ნახავთ. :
1. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს და მუზეუმის საცავში დაათვალიერებთ და დააჭაშნიკებთ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ბოთლებში ჩამოსხმულ მსოფლიო ბრენდებს ! იქვე შეგიძლიათ დააჭაშნიკოთ ალაზნის ველზე მოყვანილი უნიკალური ჯიშის ყურძნისგან ქვევრებში დაყენებული საუკეთესო ღვინოები. !
2. ყვარელში - " მეღვინეობა ხარება " - კლდეში ნაკვეთი ღვინის საცავი : ამ შემთხვევაში გთავაზობთ დააჭაშნიკოთ ისეთი ბრენდები, როგორიცაა " რქაწითელი " , " ქვევრი მწვანე ", " საფერავი " . . .
3. ქინძმარაულის ღვინის ქარხანაში შეგიძლიათ მთლიანად გაეცნოთ ყურძნის დაწურვას ქვევრებში, აქვე დააჭაშნიკოთ უნიკალური " ქინძმარაული ", " ქისი ქვევრი " . . . და ნახოთ ღვინის ჩამოსხმა ბოთლებში !
4. გრემის სამონასტრო კომპლექსი.
5. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი.
6. ილიას ტბა.
7. საოჯახო მარანში შესაძლებელია ქვევრებიდან მიირთვათ ალაზნის ველზე მოყვანილი ყურძნის საუკეთესო ჯიშებისაგან ქვევრებში დაყენებული სხვადასხვა ღვინოები და კიდევ დღემდე ამოუცნობი უნიკალური ქართული ჯიშის ყურძნისგან დაყენებული სამკურნალო ღვინო ! ! !. . .
8. თელავში ნახავთ ერეკლეს სახლმუზეომს და ეთნოგრაფიის მუზეუმს.
9. 900 წლის ჭადარი, სადაც გადაღებულია კინოფილმი !
10. სურვილის შემთხვევაში ქეიფი შედგება მარანში ქვევრის პირას . . .
11. სურვილის შემთხვევაში ნახავთ " ჭაჭის " გამოხდას . . .
12. გაფრთხილებთ, რომ ალკოჰოლის თქვენს მიერ გადაჭარბებული დოზით მიღება გამოიწვევს თქვენს დამსუბუქებას ან " თეთრ ცხელებას " . . .
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.