გიდი - თქვენთან ერთად იქნება ადგილობრივი, პროფესიონალი გიდი, რომელიც დაგეხმარებათ გაიცნოთ საქართველო. სანდრო ადამიანი, რომელიც დაუვიწყარ მოგზაურობას შემოგთავაზებთ.
ტრანსპორტირება - Mercedes Benz Vito
დღე 1
გამგზავრება ქუთაისიდან
ბაგრატის ტაძარი - ტაძარი აგებულია 1003 წელს ბაგრატ III- ის მიერ. ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა, ოთხი თავისუფლად მდგარი გუმბათქვეშა ბურჯით. 1692 წელს თურქებმა დაარბიეს და ააფეთქეს ტაძარი. ძეგლი სრულად განახლდა 2009 - 2012 წლებში, ძველი და ახალი ქვებითა და რკინის კონსტრუქციით.
ლანჩი - ლანჩ ბოქსი (სენდვიჩი, ბოსტნეული, ხილი)
გელათის მონასტერი - გელათი საქართველოს შუასაუკუნეების "ოქროს ხანის" კულტურული კერა იყო და მრავალი ქართველი მმართველი აქ არის დაკრძალული, მათ შორის მე-12 საუკუნეში მოღვაწე მეფე დავითი აღმაშენებელი. ტაძრის ინტერიერი საქართველოში ყველაზე ნათელი და ყველაზე ფერადია, მომხიბლავი ფრესკებით.
ვახშამი - თქვენ დააგემოვნებთ ქართულ ტრადიციულ ჯანმრთელ საკვებსა და ქვევრში დამზადებულ ორგანულ ღვინოს. შეგიძლიათ მოითხოვოთ სამარხო მენიუ.
განთავსება სასტუმროში
დღე 2
გოგნის ეკლესია - ეკლესიის შესასვლელში არ არის კარი, რადგან ლეგენდის მიხედვით, როდესაც კარს ამონტაჟებენ, მასზე ისახება წმინდა გიორგი და კარი ვარდება, სწორედ ამიტომ ეწოდება ამ ეკლესიას კარუგდებელი.
ლანჩი - ლანჩ ბოქსი (სენდვიჩი, ბოსტნეული, ხილი)
ნიკორწმინდის ტაძარი - ნიკორწმინდის ტაძარი არის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მდებარეობს ნიკორწმინდაში, რაჭის რაიონში. ნიკორწმინდა აშენდა 1010-1014 წელს ბაგრატ III-ის მეფობის დროს. ტაძარს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
ვახშამი - თქვენ დააგემოვნებთ ქართულ ტრადიციულ ჯანმრთელ საკვებსა და ქვევრში დამზადებულ ორგანულ ღვინოს. შეგიძლიათ მოითხოვოთ სამარხო მენიუ.
გამგზავრება ქუთაისში
http://bvtours.ge/