ორდღიანი ტური ღრუბლებს ზემოთ: გომის მთა, XIIს. შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი და შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი. - აგვისტოს!!!

ფოტო: M. · CC BY-SA 4.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაგურია
ფასიფასი — მოთხოვნით
ID54479

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

გადადით ჩვენს ფეისბუკ გვერდზე

გზად გავივლით და მოვინახულებთ:
I დღე:
სოფ. შემოქმედი, მდ. ბჟუჟის მარცხენა ნაპირზე მდებარე
შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი - XII ს.
გომისმთა-კურორტი ღრუბლებს მიღმა მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, მდ. ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრზე.

გავშლით კარვებს ან დავბინავდებით კოტეჯებში ულამაზესი ხედების ფონზე.
საღამოს მზის ჩასვლა და პიკნიკი
II დღე:
დილით ვიხილავთ მზის ამოსვლას და გამოვემგზავრებით გომისმთიდან
დენდროლოგიური პარკი: უნიკალური რეკრეაციული ზონა ოთხას წლოვანი გიგანტური ხეებით, (ხეებთან მიახლოებისას კი მათ წარმოშობის ისტორიას მოისმენთ.) ეგზოტიკური ცხოველებითა და იშვიათი მცენარეებით
მინიატურების ქალაქი - მთელი საქართველო ერთ სივრცეში. პარკში წარმოდგენილია საქართველოს 49 არქიტექტურული ძეგლის მინიატურა.
მუსიკოსების პარკი: სადაც თქვენ ნახავთ ქართველი და უცხოელი მომღერლებისა და კომპოზიტორების სკულპტურებს, ხეში გამოკვეთილ ფიგურებს. (სკულპტურებთან მიახლოებისას კი მათ ცნობილ მელოდიებს მოისმენთ)

ზღვისპირა კურორტი- შეკვეთილი, სურვილისამებრ ზღვაზე ბანაობა...
აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:

აუცილებლად გქონდეთ პირბადე
არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!
არ ვბილწვსიტყვაობთ!
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს .
ვემორჩილებით გამყოლს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
მგზავრობაში შედის:
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით!
გამყოლი!
თერმო სკრინინგი
სადეზინფექციო ხსნარი!
კვება! ყველას მოგვაქვს 2 დღის სამყოფი საკვები!
კოტეჯის თანხა 20 -. თან აუცილებლად წამოიღეთ თეთრეული
კარვები, საძილე ტომრები და პარალონები
გასვლის დრო: - დილის 6:00 წთ.
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
-თამარი
-თამარი

გურია — რა ტურებს გთავაზობთ

გურიაში ტური ორნაირად შეიძლება: ზღვაზე დასვენება ურეკსა თუ შეკვეთილში სასტუმროთი და ტრანსფერით, ან ზაფხულის მარშრუტი ბახმაროში მთის ბილიკებით. თარიღები გვითხარით და ორივე ვარიანტს ფასით შეგითავაზებთ.

როდის წავიდეთ

ზღვაზე სეზონი ივლისი–აგვისტოა: ჰაერი 28–30°, წყალი 25–26°; ამავე დროს იხსნება ბახმარო, სადაც დღისით 20°-ის ფარგლებშია.
ივნისი და სექტემბერი სანაპიროზე უფრო წყნარია, მაგრამ წვიმიანი დღეები ხშირია — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო კუთხეა.
ზამთარში ბახმაროსკენ გზა თოვლის გამო ძნელად სავალია, ზღვისპირა სოფლები კი თითქმის ცარიელია.

რა ვნახოთ

  • ურეკი — ფართო პლაჟი შავი მაგნიტური ქვიშით, წყალში თანდათან ღრმავდება
  • შეკვეთილი — ფიჭვნარი ზღვასთან, მუსიკოსების პარკი და დენდროლოგიური პარკი
  • ბახმარო — მთის კურორტი 2000 მეტრზე, ფიჭვნარი და ხის სახლები, საიდანაც ზღვამდე ღრუბლების ზემოდან ჩანს
  • გომისმთა — ალპური საძოვრები და საზაფხულო ქოხები, ღრუბლების ზღვის ხედით
  • შემოქმედის მონასტერი — გურიის მთავრების საძვალე, ოზურგეთის ახლოს
  • ნაბეღლავი — ცნობილი მინერალური წყლის წყარო ჩოხატაურის ტყეებში

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ურეკამდე და ოზურგეთამდე დაახლოებით 300 კმ-ია (3,5–4 საათი), ბახმარომდე — 350 კმ-მდე (5 საათამდე). მარშრუტკები ოზურგეთსა და ურეკში დიდუბის სადგურიდან გადის; ზაფხულში ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან ბახმაროში მიკროავტობუსები დადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ ლანჩხუთის გავლით ურეკსა და ოზურგეთამდე; ბახმარომდე ჩოხატაურიდან 50-იოდე კმ დაკლაკნილი მთის გზაა.
სად დავრჩეთ: ურეკსა და შეკვეთილში — სასტუმროები და გესტჰაუსები ზღვასთან; ბახმაროში — ხის კოტეჯები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — ქურთუკი და წვიმის ქურთუკი, ღამით ცივა; ზღვაზე — მზის კრემი.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი კარგია, ბახმაროსა და მთის სოფლებში — არასტაბილური.

გურია: გზამკვლევი
გურია

ხშირი კითხვები

მართლა სასარგებლოა ურეკის ქვიშა?
მაგნიტურ ქვიშაზე დასასვენებლად გულ-სისხლძარღვთა და სახსრების პრობლემების მქონე ადამიანები ჩამოდიან. თუ მკურნალობის მიზნით მიდიხართ, წინასწარ ექიმს გაესაუბრეთ.
შეიძლება თუ არა ურეკში პატარა ბავშვებთან?
კი, ზღვა აქ ნაპირთან დიდხანს მეჩეჩია, ძირი ქვიშიანია და კენჭი არ არის. ივლისში და აგვისტოში ოჯახებით სწორედ აქ მოდიან ყველაზე ხშირად.
როდის მივიდეთ ბახმაროში?
სეზონი ივნისის ბოლოდან სექტემბრის შუამდე გრძელდება, ყველაზე ხალხმრავალია აგვისტო. ზამთარში გზა თოვლის გამო ხშირად იკეტება.
ურეკი თუ შეკვეთილი?
ურეკი უფრო ხმაურიანია, კაფეებითა და გართობით. შეკვეთილი წყნარია, ფიჭვნარით და ახალი სასტუმროებით — უფრო მშვიდი დასვენებისთვის.
რა უნდა გავსინჯოთ გურიაში?
გურული ღვეზელი (საშობაო ხაჭაპური კვერცხით), ჭადი ნადუღით, ბადრიჯანი ნიგვზით და ფხალი. სუფრაზე თუ გაგიმართლათ, გურულ სიმღერას — კრიმანჭულით — მოისმენთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.