გომის მთა - გურია
ფოტო: Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Boris Kuznetsov · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტურის სახეობა: სათავგადასავლო / გასართობი
ტურის ხანგრძლივობა:2 დღე / 1 ღამე
-ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
-ღამისთევა: კარავში
-ფოტო-ვიდეო გადაღება
-ქართულენოვანი გიდი
კომპანიისგან საჩუქრად:
-წყალი
-კვება
ფეხით გასავლელი სრული მანძილი: რამდენიც გაგიხარდებათ
---სირთულე: მარტივი
ტრანსპორტით გასავლელი სრული მანძილი: 710 კმ
პირველი დღე
რუსთავი: 06:30 - 07:00 - შეკრების და გამგზავრების დრო
შეკრების ადგილი: სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია
თბილისი: 07:00 - 07:30 - შეკრების და გამგზავრების დრო
შეკრების ადგილი: რუსთაველის გამზირი, სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორია
13:30 - ასვლა გომის მთაზე - დავბანაკდებით ღრუბლებს ზემოთ და მზის ჩასვლის ფონზე დავტკბებით ენით აღუწერელი ულამაზესი ხედებით. საღამოს კოცონი - გართობა. შეიძლება ერთობლივი სურვილის შემთხვევაში: დამატებით დავდოთ და მწვადებიც იქნება !
მეორე დღე
- ვიღვიძებთ ადრე და ვტკვებით მზის ამოსვლის ულამაზესი ხედებით.
11:00 - აიშლება ბანაკი და გავემართებით შეკვეთილ’ში !
17:30 - გამომგზავრება თბილისის მიმართულებით
22:30 - დაბრუნება თბილისში; ტურის დასასრული
23:00 - დაბრუნება რუსთავში; ტურის დასასრული
ტურის მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა - 18
ტურის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა - 98
რეკომენდაცია:
- მოსახერხებელი ფეხსაცმელი
- საწვიმარი და თბილი ტანსაცმელი
-მზისგან დამცავი საშუალებები
სავალდებულოა შემდეგი წესების დაცვა:
--დაუშვებელია გარემოს დაბინძურება
--ტურის ყველა მონაწილე ემორჩილება ორგანიზატორებს და ასრულებს მათ მითითებებს.
თანხის ჩარიცხვა: აუცილებელია ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე. ის ვინც შემდეგ ტურზე წამოსვლაზე უარს იტყვის ჩარიცხული თანხა უკან არ დაუბრუნდება.
შეხსენება: საქართველოს ტერიტორიის 20 % რუსეთის მიერ არი ოკუპირებული !
გურია — რა ტურებს გთავაზობთ
გურიაში ტური ორნაირად შეიძლება: ზღვაზე დასვენება ურეკსა თუ შეკვეთილში სასტუმროთი და ტრანსფერით, ან ზაფხულის მარშრუტი ბახმაროში მთის ბილიკებით. თარიღები გვითხარით და ორივე ვარიანტს ფასით შეგითავაზებთ.
როდის წავიდეთ
ზღვაზე სეზონი ივლისი–აგვისტოა: ჰაერი 28–30°, წყალი 25–26°; ამავე დროს იხსნება ბახმარო, სადაც დღისით 20°-ის ფარგლებშია.
ივნისი და სექტემბერი სანაპიროზე უფრო წყნარია, მაგრამ წვიმიანი დღეები ხშირია — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო კუთხეა.
ზამთარში ბახმაროსკენ გზა თოვლის გამო ძნელად სავალია, ზღვისპირა სოფლები კი თითქმის ცარიელია.
რა ვნახოთ
- ურეკი — ფართო პლაჟი შავი მაგნიტური ქვიშით, წყალში თანდათან ღრმავდება
- შეკვეთილი — ფიჭვნარი ზღვასთან, მუსიკოსების პარკი და დენდროლოგიური პარკი
- ბახმარო — მთის კურორტი 2000 მეტრზე, ფიჭვნარი და ხის სახლები, საიდანაც ზღვამდე ღრუბლების ზემოდან ჩანს
- გომისმთა — ალპური საძოვრები და საზაფხულო ქოხები, ღრუბლების ზღვის ხედით
- შემოქმედის მონასტერი — გურიის მთავრების საძვალე, ოზურგეთის ახლოს
- ნაბეღლავი — ცნობილი მინერალური წყლის წყარო ჩოხატაურის ტყეებში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ურეკამდე და ოზურგეთამდე დაახლოებით 300 კმ-ია (3,5–4 საათი), ბახმარომდე — 350 კმ-მდე (5 საათამდე). მარშრუტკები ოზურგეთსა და ურეკში დიდუბის სადგურიდან გადის; ზაფხულში ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან ბახმაროში მიკროავტობუსები დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ ლანჩხუთის გავლით ურეკსა და ოზურგეთამდე; ბახმარომდე ჩოხატაურიდან 50-იოდე კმ დაკლაკნილი მთის გზაა.
სად დავრჩეთ: ურეკსა და შეკვეთილში — სასტუმროები და გესტჰაუსები ზღვასთან; ბახმაროში — ხის კოტეჯები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — ქურთუკი და წვიმის ქურთუკი, ღამით ცივა; ზღვაზე — მზის კრემი.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი კარგია, ბახმაროსა და მთის სოფლებში — არასტაბილური.