გომისმთა - შეკვეთილი
ფოტო: M. · CC BY-SA 4.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
???? გასვლის დრო და ადგილი:
???? გასვლის დრო - 07:00 სთ.
????მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელი
???? სანახავი ობიექტები:
პირველი დღე -
????კურორტი გომისმთა
საშუალება გექნებათ დატკბეთ ულამაზესი პანორამული ხედებით,დაისვენოთ და გაატაროთ ერთი მშვენიერი დღე ძალიან ლამაზ გარემოში.
მეორე დღე:
???? შეკვეთილის სანაპირო
გომის მთიდან დილით 11:30 წუთზე ჩავალთ შეკვეთილის სანაპიროზე და საღამოს 17:30-მდე ვიქნებით ზღვაზე.
თავისუფალი დრო.
???? ტურის ღირებულებება -
???? ტრანსპორტირება სპრინტერის ტიპის მიკროავტობუსით
???? კვალიფიციური გიდი
???? სალაშქრო აღჭურვილობა ( კარავი, საძილე ტომარა, პარალონი)
???? პრიმუსი - დილით ცხელი წყლისთვის
???? კვება ტურის განმავლობაში
????დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირი
???? - ლაშა
გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ გადმორიცხული თანხა ტურამდე ორი დღით ადრე უკან არ ბრუნდება.
???? "ჩვენ ვქმნით შენს თავგადასავალს"
გურია — რა ტურებს გთავაზობთ
გურიაში ტური ორნაირად შეიძლება: ზღვაზე დასვენება ურეკსა თუ შეკვეთილში სასტუმროთი და ტრანსფერით, ან ზაფხულის მარშრუტი ბახმაროში მთის ბილიკებით. თარიღები გვითხარით და ორივე ვარიანტს ფასით შეგითავაზებთ.
როდის წავიდეთ
ზღვაზე სეზონი ივლისი–აგვისტოა: ჰაერი 28–30°, წყალი 25–26°; ამავე დროს იხსნება ბახმარო, სადაც დღისით 20°-ის ფარგლებშია.
ივნისი და სექტემბერი სანაპიროზე უფრო წყნარია, მაგრამ წვიმიანი დღეები ხშირია — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო კუთხეა.
ზამთარში ბახმაროსკენ გზა თოვლის გამო ძნელად სავალია, ზღვისპირა სოფლები კი თითქმის ცარიელია.
რა ვნახოთ
- ურეკი — ფართო პლაჟი შავი მაგნიტური ქვიშით, წყალში თანდათან ღრმავდება
- შეკვეთილი — ფიჭვნარი ზღვასთან, მუსიკოსების პარკი და დენდროლოგიური პარკი
- ბახმარო — მთის კურორტი 2000 მეტრზე, ფიჭვნარი და ხის სახლები, საიდანაც ზღვამდე ღრუბლების ზემოდან ჩანს
- გომისმთა — ალპური საძოვრები და საზაფხულო ქოხები, ღრუბლების ზღვის ხედით
- შემოქმედის მონასტერი — გურიის მთავრების საძვალე, ოზურგეთის ახლოს
- ნაბეღლავი — ცნობილი მინერალური წყლის წყარო ჩოხატაურის ტყეებში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ურეკამდე და ოზურგეთამდე დაახლოებით 300 კმ-ია (3,5–4 საათი), ბახმარომდე — 350 კმ-მდე (5 საათამდე). მარშრუტკები ოზურგეთსა და ურეკში დიდუბის სადგურიდან გადის; ზაფხულში ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან ბახმაროში მიკროავტობუსები დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ ლანჩხუთის გავლით ურეკსა და ოზურგეთამდე; ბახმარომდე ჩოხატაურიდან 50-იოდე კმ დაკლაკნილი მთის გზაა.
სად დავრჩეთ: ურეკსა და შეკვეთილში — სასტუმროები და გესტჰაუსები ზღვასთან; ბახმაროში — ხის კოტეჯები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — ქურთუკი და წვიმის ქურთუკი, ღამით ცივა; ზღვაზე — მზის კრემი.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი კარგია, ბახმაროსა და მთის სოფლებში — არასტაბილური.