ღვინის ტური კახეთი

ფოტო: Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Max Benidze · CC BY-SA 2.0; George Nikoladze · Public domain · Wikimedia Commons

მიმართულებაკახეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID54246

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

გიდი - თქვენთან ერთად იქნება ადგილობრივი, პროფესიონალი გიდი, რომელიც დაგეხმარებათ გაიცნოთ საქართველო. სანდრო ადამიანი, რომელიც დაუვიწყარ მოგზაურობას შემოგთავაზებთ.

ტრანსპორტირება - Mercedes Benz Vito

დღე 1

ქუთაისიდან გამგზავრება

ყვარლის გვირაბი - ყვარლის ღვინის მღვიმე საქართველოს უმსხვილესი მარანია - 7.7 კმ გვირაბები და გალერეები. გვირაბი თავდაპირველად ცივი ომის დროს შეიქმნა სამხედრო მიზნებისთვის, შემდეგ კი "მეღვინეობა ხარებამ" შეიძინა, რომელმაც აღადგინა და ამჟამად 25 000 ბოთლი ღვინის შესანახად იყენებს.

ლანჩი - ლანჩ ბოქსი (სენდვიჩი, ბოსტნეული, ხილი)

ილიას ტბა - ამ ტბას "ილიას ტბა" მე-20 საუკუნის ცნობილი ქართველი მწერლის, ილია ჭავჭავაძის საპატივცემულოდ დაერქვა. ტბა ხელოვნურია და მდებარეობს კახეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ალაზნის ველზე, ქალაქ ყვარლის მახლობლად. ეს ადგილი ცნობილია საფერავის ვენახებით, რომლისგანაც ღვინო "ქინძმარაულს" ამზადებენ.

განთავსება საოჯახო სასტუმროში

ვახშამი - თქვენ დააგემოვნებთ ქართულ ტრადიციულ ჯანმრთელ საკვებსა და ქვევრში დამზადებულ ორგანულ ღვინოს.

დღე 2

ბოდბის მონასტერი - წმინდა ნინოს მონასტერი ბოდბეში, ქართული მართლმადიდებლური სამონასტრო კომპლექსია. აშენდა მე-9 საუკუნეში, იგი მნიშვნელოვნად განახლდა, განსაკუთრებით მე-17 საუკუნეში. მონასტერი ამჟამად ფუნქციონირებს, როგორც დედათა მონასტერი და საქართველოში ერთ-ერთი მთავარი მომლოცველი ადგილია. დასახელება მეოთხე საუკუნეში მოღვაწე ქართველთა განმანათლებელს, წმიდა ნინოს უკავშირდება, რომელიც აქვეა დაკრძალული.

ლანჩი - ლანჩ ბოქსი (სენდვიჩი, ბოსტნეული, ხილი)

სიღნაღის მუზეუმი - მუზეუმის მთავარ საგანძურს, მე-19 საუკუნის თვითნასწავლი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის მდიდარი კოლექციები წარმოადგენს. მისი ადრეული ნამუშევრები გამოხატავს ამ რეგიონის კულტურას, რომელიც ცნობილია თავისი ლანდშაფტებითა და მეღვინეობით. მისი გამორჩეული ნამუშევრები უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ქართული კულტურისთვის, არამედ მსოფლიო ხელოვნებისთვის.

ვახშამი - თქვენ დააგემოვნებთ ქართულ ტრადიციულ ჯანმრთელ საკვებსა და ქვევრში დამზადებულ ორგანულ ღვინოს.

გამგზავრება ქუთაისში

კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.

რა ვნახოთ

  • სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
  • ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
  • ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
  • გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
  • წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
  • დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.

კახეთი: გზამკვლევი
კახეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება კახეთს?
სიღნაღი და ბოდბე ერთ დღეში იოლად ჯდება. თელავის, ალავერდის, გრემისა და ყვარლის დასამატებლად 2–3 დღე სჯობს, ერთი ღამით სიღნაღში და ერთით თელავში.
როდის არის რთველი?
ჩვეულებრივ სექტემბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუამდე; ჯიშისა და ამინდის მიხედვით თარიღი იცვლება. ბევრი მარანი სტუმრებს ყურძნის კრეფასა და დაწურვაში მონაწილეობას სთავაზობს.
რომელი გზით ჯობს წასვლა — გომბორით თუ საგარეჯოთი?
თელავში უფრო სწრაფია გომბორით, სიღნაღში — საგარეჯოს ტრასით. ზამთარში და ძლიერი წვიმისას გომბორის უღელტეხილს უმჯობესია აარიდოთ თავი.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: ლაგოდეხის ბილიკი ჩანჩქერამდე, ყვარლის ღვინის გვირაბი, ილიას ტბა და სიღნაღის გალავანი ბავშვებსაც მოსწონთ. ზაფხულის სიცხეში აქტიური დღე დილით დაგეგმეთ.
როგორ მივიდე დავით გარეჯამდე?
თბილისიდან დაახლოებით 2,5 საათია, ბოლო მონაკვეთი გრუნტის გზაა. ჩვეულებრივ ტურით ან ტაქსით მიდიან — საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.