აბუდელაურის ფერადი ტბები. ერთდღიანი ტური!

ფოტო: This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0; Alexkom000 · CC BY 4.0; This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებამცხეთა-მთიანეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID54004

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

გზად გავივლით და მოვინახულებთ:
✓სოფელი როშკა (ზღვის დონიდან 2 000 მ).
✓ მწვანე ტბა
✓ ლურჯი ტბა
✓ თეთრი ტბა

•სირთულე - საშუალო.
გასავლელი მანძილი ჯამში -თეთრი ტბის ჩათვლით ჯამში 18 კმ.
✓აუცილებელია ჩავიცვათ სპორტული ფეხსაცმელები., გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, სალაშქრო ჯოხი, წყალი, მზისგან დამცავი საშუალებები!
კარგი იქნება თუ წამოიღებთ საწვიმარს, რადგან მთაში როდის გაწვიმდება არავინ იცის...
✓აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:

•არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!!!
•არ ვბილწვსიტყვაობთ!!!
•არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ლაშქრობის დროს!!!
•ვემორჩილებით გამყოლს!!! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!!

✓მგზავრობაში შედის:
• მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით,
• გამყოლი!

• კვება! ყველას მოგვაქვს 1 დღის სამყოფი საკვები!

გასვლის დრო: - დილის 06::00 წთ.

გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!

-თამარი

-თამარი

მცხეთა-მთიანეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური მცხეთა-მთიანეთში — მცხეთა და ანანური ნახევარ დღეშიც ჯდება, ყაზბეგი კი ერთდღიანი ან ორდღიანი გასვლაა ტრანსპორტით, გიდით და ღამისთევით სტეფანწმინდაში. ზამთარში გთავაზობთ გუდაურის პაკეტებს, ზაფხულში — ხევსურეთის ჯიპ-ტურებს; თარიღებს თქვენ გვეტყვით, დანარჩენს ჩვენ დავგეგმავთ.

როდის წავიდეთ

ყაზბეგისა და ხევსურეთისთვის საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: სტეფანწმინდაში დღისით 18–24°, ბილიკები გერგეტზე, ჯუთაში და თრუსოს ხეობაში ღიაა. შატილის გზა დათვისჯვრის უღელტეხილზე ჩვეულებრივ ივნისიდან ოქტომბრამდეა გახსნილი.
მცხეთა და ანანური მთელი წლის განმავლობაში მისაწვდომია; ყველაზე სასიამოვნოა გაზაფხული და ოქტომბერი, როცა ტყე ყვითლდება.
დეკემბრიდან აპრილამდე გუდაურში სათხილამურო სეზონია. ჯვრის უღელტეხილზე თოვლის ან ზვავის საფრთხის დროს გზას გუდაურსა და კობს შორის დროებით კეტავენ — გასვლამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.

რა ვნახოთ

  • მცხეთა — სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სამთავროს მონასტერი, საქართველოს ძველი დედაქალაქი მტკვრისა და არაგვის შესართავთან
  • ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ტაძარი მთაზე, საიდანაც მდინარეების შესართავი და მცხეთა მთლიანად ჩანს
  • ანანური — XVII საუკუნის ციხე-სიმაგრე ორი ეკლესიით, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირზე
  • გუდაური — საქართველოს უდიდესი სათხილამურო კურორტი 2200 მ-ზე, ზაფხულში პარაპლანით ფრენები; ახლოს რუსეთ-საქართველოს მეგობრობის თაღი
  • გერგეტის სამება — XIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, მყინვარწვერის ფონზე; ფეხით 1,5–2 საათი ან ჯიპით
  • თრუსო, ჯუთა და სნო — ხეობები ყაზბეგის მხარეში: მინერალური წყაროები, მიტოვებული სოფლები და ჭაუხის კლდეები

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან მცხეთამდე 20 კმ-ია (25–30 წუთი), ანანურამდე — 70 კმ (1 საათზე ცოტა მეტი), გუდაურამდე — 120 კმ (2 საათამდე), სტეფანწმინდამდე — 155 კმ (დაახლოებით 3 საათი). მარშრუტკები მცხეთასა და სტეფანწმინდაში დიდუბის სადგურიდან გადის, შატილში კი მარშრუტკა იშვიათად და მხოლოდ ზაფხულში დადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: საქართველოს სამხედრო გზა (თბილისი–მცხეთა–ანანური–გუდაური–სტეფანწმინდა) მოასფალტებულია, მაგრამ ჯვრის უღელტეხილზე დაკლაკნილი და ზამთარში რთულია; ხევსურეთში ბარისახოს შემდეგ გზა გრუნტისაა.
სად დავრჩეთ: მცხეთაში — პატარა სასტუმროები და გესტჰაუსები, გუდაურში — სათხილამურო სასტუმროები, სტეფანწმინდაში — სასტუმროები მყინვარწვერის ხედით და საოჯახო სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც — ჯვრის უღელტეხილზე (2400 მ) ცივა; სალაშქრო ფეხსაცმელი; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.
კავშირი: მცხეთაში, გუდაურსა და სტეფანწმინდაში ინტერნეტი კარგია, ხევსურეთსა და მთის ხეობებში ხშირად არ არის.

მცხეთა-მთიანეთი: გზამკვლევი
მცხეთა-მთიანეთი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა ყაზბეგის ერთ დღეში ნახვა?
კი, თბილისიდან ერთ დღეში ანანური, გუდაური და გერგეტის სამება ჯდება, თუ დილით ადრე გახვალთ. თრუსოს ან ჯუთის დასამატებლად ღამე სტეფანწმინდაში სჯობს.
იკეტება თუ არა გზა ზამთარში?
გუდაურსა და კობს შორის, ჯვრის უღელტეხილზე, თოვლის და ზვავის საფრთხის გამო გზას ზოგჯერ რამდენიმე საათით ან დღით კეტავენ. მცხეთა, ანანური და თავად გუდაური ამ დროსაც მისაწვდომია.
როგორ ავიდე გერგეტის სამებამდე?
სტეფანწმინდიდან ფეხით 1,5–2 საათია აღმართზე, ან ადგილობრივი ჯიპით 15–20 წუთი ასფალტის გზით. ზამთარში გზა ზოგჯერ ძნელად სავალია.
როდის შეიძლება შატილში წასვლა?
დათვისჯვრის უღელტეხილი, ჩვეულებრივ, ივნისიდან ოქტომბრამდეა ღია. თბილისიდან 150 კმ-მდეა, მაგრამ მთის გრუნტის გზის გამო 4–5 საათი სჭირდება — სჯობს ჯიპი და ადგილობრივი მძღოლი.
სად ვიცუროთ ზაფხულში თბილისთან ახლოს?
ჟინვალის წყალსაცავზე ცურვა არ შეიძლება, მაგრამ ბაზალეთის ტბაზე, დუშეთთან, ზაფხულში ბანაობენ და ნავით სეირნობენ. თბილისიდან დაახლოებით ერთი საათია.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.