national delicacy

ორდღიანი თავგადასავალი გურიაში

  • ID: 53954
  • ნახვები: 3141
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/07/19
    დაბრუნება
    • 28/07/19
დამატებითი ინფორმაცია

ყველას, ვისაც გიყვართ ბუნება და დაინტერესებული ხართ გასტრონომიული ტურიზმით გეპატიჟებით ორდღიან თავგადასავალში გურიის გამორჩეულად საინტერესო ადგილების აღმოსაჩენად ????
პროგრამის ფარგლებში ვეწვევით ნაბეღლავს, ბახმაროს, ოზურგეთსა და კურორტ გომის მთას ????

მოგზაურობის პერიოდი: 27 - 28.07.2019
ტურის ღირებულება: 110 ლარი
ფასი მოიცავს:
✅ კომფორტული მიკროავტობუსით ტრანსპორტირებას;
✅ განთავსებას საოჯახო სასტუმროში;
✅ ადგილობრივი გიდის/გამყოლის მომსახურებას;
✅ გურული ჩაის დეგუსტაციას საოჯხო საწარმოში;
✅ საუზმეს.

ფასი მოცემულია ერთ პერსონაზე ორადგილიან ნომერში.

პირველი დღე:
გასვლა თბილისიდან ბახმაროს მიმართულებით, გზად (ჩოხატაურის რაიონი სოფ.
ხიდისთავი) ვესტუმრებით ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს.
ბახმაროში ჩასვლა, გაცნობითი ხასიათის ექსკურსია და თავისუფალი დრო.
დღის მეორე ნახევარში ავალთ „მზის ჩასავალ გორაზე“, სადაც ულამაზესი ხედები
იშლება.
გამგზავრება ბახმაროდან ოზურგეთში, გზად სოფ.ნაბეღლაში გავჩერდებით წყაროსთან
სადაც დავაგემოვნებთ ნაბეღლავის მინერალურ წყალს.
ღამისთევა ოზურგეთში, საოჯახო სასტუმროში.
(სურვილის შემთხვევაში, დამატებითი ღირებულებით ვახშამი მდ. აჭის ხეობაში მდებარე
რესტორანში, სადაც საშუალება გექნებათ დააგემოვნოთ მდინარის კალმახი და
ადგილობრივი კერძები).

მეორე დღე:
ვესტუმრებით ჩაის საოჯახო საწარმოს, საშუალება გვექნება დავაგემოვნოთ
რამოდენიმე სახეობის, ადგილობრივი ჩაი, გავეცნობით დამზადების და დაყენების
ტექნოლოგიას.
გავემგზავრებით გომის მთის მიმართულებით, გზად მოვინახულებთ, სოფ. შემოქნედში
მდებარე ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერს, რომელის აშენებულია
ულამაზეს ხეობაში.
გაჩერება „ვაშლებში“, მდ.ჩაქუხა ფოტოების გადასაღებად.
ასვლა გომის მთაზე, პიკნიკი(რადგან აღნიშნულ ადგილზე არ ვართ განებივრებული
საკვები ობიექტების სიმრავლით პროდუქტი უნდა წავიღოთ ოზურგეთიდან).
ასვლა „გადასახედ გორაზე“ საიდანაც გომის მთის მთავარი ღირსშესანიშნაობა
ღრუბლების ხედი იშლება.
(სურვილის შემთხვევაში, დამატებითი ღირებულებით შეგვიძლია „აჭარის დასახლებაში“
ბორანოს დამზადება,დაგემოვნება და კაიმაღის შეძენა).
დღის ბოლოს გამგზავრება თბილისში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან/და დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
???? რუსთაველის გამზ 14
☎️ 0322 920 900
????599 21 00 06
????info@solotravel.ge

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე110.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/07/19
    დაბრუნება
    • 28/07/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა