დღიანი ტური სვანეთში

ფოტო: Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de · Wikimedia Commons

მიმართულებასვანეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID53719

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ტურის ფარგლებში მოვინახულებთ ულამაზეს ადგილებს და დავტკბებით დაუვიწყარი ხედებით

თითო პერიოდზე არის სულ 20 ადგილი იჩქარეთ

მოსანახულებელი ადგილები :
????ენგურის ულამაზესი ხედები
????მესტია
????ჰაწვალი
????ქორულდის ტბები
????უშგული
???? სიყვარულის კოშკი
????თეთნულდი
????კვირიკე

????(ბონუსად თუ დრო დაგვრჩება და სურვილი გექნებათ შდუგრას ჩანჩქერი )

????ტურის აღწერა:
????ოთხშაბათს დილის 6:30 საათზე დავიძვრებით სვანეთის მიმართულაბით, გზაში გვჭირდება ზუსტად 9-10 საათი ^_^ პირველი დღის გეგმა არის საკმაოდ მსუბუქი, მივალთ სასტუმროში, დავბინავდებით, მოვწესრიგდებით მგზავრობის შემდეგ, მივირთმევთ საკვებს და საღამოს ყველანი გავალთ მესტიაში მოვინახულებთ საღამოს მესტიას , სადაც შეგვიძლია ველოსიპედების ქირაობა, კაფეებში შესვლა და საღამოს მხიარულად გატარება.

მეორე დღეს დილით ყველანი წავალთ დელიკებით ქორულდის ტბებისკენ , გზა და გზა საოცარი და ულამაზესი ხედებით დავტკბებით გადავიღებთ ფოტოებს და დავბრუნდებით უკან რის შემდეგაც მოვინახულებთ, თეთნულდს საოცარი დაულამაზესი სანახაბა გვრლოდება წინ , თეთნულდზეც რა თქმა უნდა დელიკებით ვიმგზავრებთ.

მესამე დღეს დილაადრიან დავიძვრებით უშგულისკენ გზად მოვინახულებთ სიყვარულის კოშკს , ლამარიას ეკლესიას, თამარის კოშკს , დავტკბებით შხარას სილამაზით , გადავიღებთ ძალიან მაგარ ფოტოებს და წამოვალთ უკან გზად მოვინახულებთ კვირიკეს საოცარ ტაძარს რომლის გზა საოცრად ლამაზია და სანახაობრივი.

მეოთხე დღეს მოვინახულებთ მესტიის მუზეუმს და შემდეგ ჰაწვალს , სადაც საბაგიროს მეშვებით ულამაზესი სანახაობის მომსწრენი გავხდებით, ჰაწვალზე წავიღებთ საპიკნიკედ გემრიელობებს და საღამომდე ჰაწვალზე გავატარებთ დაუვიწყარ დღეს , ვითამაშებთ, გავერთობით და განვიტვირთებით .

მეხუთე დღეს კი ვინაიდან უნდა ვიმგზავროთ და გზად საკმაოდ დავიღლებით სურვილისამებრ შეგვიძლია დილა გავატაროთ მესტიაში გასვლამდე ან ადრე გავიდეთ და მოვაწყოთ საფეხმავლო გასვლა შდუგრას ჩანჩქერისკენ, რომელიც არის საშუალო სირთულის. ამაზე ადგილზე შევთანხმდებით

დამატებითი ხარჯები რისთვისაც ფული დაგჭირდებათ:
????დელიკების დასაქირავებლად, სამ ლოკაციაზე გაითვალისწინეთ (ქორულდის ტბები, უშგული, თეთნულდი) ჯამში-
????მუზეუმში შესასვლელი თანხა-
????საბაგიროზე ასასვლელი თანხა
???? დამატებითი ხარჯები თუ მოგინდებათ, რესტორანში ან კაფეში შესვლაა თქვენზეა დამოკიდბეული ^_^

ფასი მოიცავს:
ტრანსპორტირებას
გუესთ ჰაუსში დაბინავებას
გიდის მომსახურებას

????კვება/საჭამადი
????დელიკების საფასური

????ძირითადი საკითხები:

ტურის სირთულე:მარტივი
გავდივართ: დილის 6:30 საათზე
ვიცვავთ კომფორტულად, სპორტულად
მოგვაქვს საკუთარი თეთრეული , მეტად ჰიგიენურიაა .
????სასტუმრო მდებარეობს მესტიიდან 10 კილომეტრში , ულამაზესი ხედებით და საოცარი მასპინძლებით
????სააბაზანო არის საერთო ჩვენს განკარგულებაში იქნება 4 სააბაზანო
????შეგიძლიათ იქირაოთ ინდივიდუალური აბაზანით ოთახებიც თანხის დამატების შემთხვევაში (1 ადამიანზე ს დამატება მოგიწევთ)
????კვება არის ინდივიდუალური , შეგიძლიათ გამოიყენოთ სამზარეულოც.

‼ქცევის ნორმები.
გაითვალისწინეთ რომ ტურის ხელმძღვანელი არის უფლება მოსილი პირი რომელსაც შეუძლია ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის განრიგი და ლოკაციების თანმიმდევრობა.????????????????????


-
????სიაში მოსახვედრად აუცილებელია წინასწარ ბეს სახით დარიცხოთ თანხა

სიაში ჩასაწერად მოგვწერეთ ან დარეკეთ
ანა

სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.

რა ვნახოთ

  • მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
  • უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
  • ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
  • კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
  • თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
  • ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.

სვანეთი: გზამკვლევი
სვანეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება სვანეთს?
მინიმუმ 3–4 დღე: ორი დღე გზაზე მიდის, ერთი — უშგულზე, ერთი — ჩალაადზე ან კორულდზე. ლაშქრობისთვის, მაგალითად მესტია–უშგულის 4-დღიანი ბილიკისთვის, ერთი კვირა გჭირდებათ.
როგორ მივიდე უშგულამდე?
მესტიიდან 45 კმ-ია, ჩვეულებრივ 1,5 საათი. ცენტრიდან დილით ჯიპები და მიკროავტობუსები გადის, საკუთარი მანქანითაც შეიძლება — გზა ახლა თითქმის მთლიანად დაგებულია.
შეიძლება თუ არა სვანეთში თვითმფრინავით ჩასვლა?
კი, Vanilla Sky ნატახტრიდან მესტიაში დაფრინავს კვირაში რამდენჯერმე, ფრენა ერთი საათია. ბილეთები სწრაფად იყიდება, ცუდი ამინდის დროს კი რეისს ხშირად აუქმებენ.
რომელი კურორტი ჯობს — თეთნულდი თუ ჰაწვალი?
თეთნულდს უფრო გრძელი და მაღალი ტრასები აქვს (3100 მ-მდე), ჰაწვალი კი მესტიის თავზეა და პატარაა — დამწყებთათვის და ბავშვებისთვის მოსახერხებელია.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: ჩალაადის ბილიკი, ჰაწვალის საბაგირო და მესტიის მუზეუმი ბავშვებისთვის იოლია. მთავარი სირთულე გრძელი გზაა, ამიტომ სჯობს ქუთაისში ან ზუგდიდში ერთი ღამის გათევა.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.