სვანეთის სათავგადასავლო ტური

ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons

მიმართულებასვანეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID53704

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

სამოთხე დედამიწაზე, საოცარი კუთხე - ბუმბერაზი მთებისა და კოშკების საუფლო,
სვანეთი თავისი იდუმალებით, მიუკარებელი და ამაყი ბევრჯერ უნდა გაოცდე, ბევრჯერ აღფრთოვანდე
ხედი , და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.
ჩ ა ს ვ ლ ა: დილის 12:00 საათზე.
შ ე ს ვ ე ნ ე ბ ა: კომფორტულ სასტუმროში [,მაღალი სტანდარტების..

1 დღე : 2 საათიანი შესვენების, შემდეგ გ ა ს ვ ლ ა: 14:

00 საათი მესტია - მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი- ჰაწვალი - ქორულდის ტბები. მარგიანების სახლმუზეუმი
სურვილის შემთხვევაში დელიკებით გავემგზავრებით ულამაზესი ქორულდის ტბების მოსანახულებლად,
მესტია-მოვინახულებთ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს .შემდეგ კი გავემგზავრებით ჰაწვალის მთის მიმართულებით (სამთო-სათხილამურო ტრასა).გავისეირნებთ საბაგიროთი საიდანაც იშლება მწვერვალ ,,უშბას’’და ,,თეთნულდის“ულამაზესი პანორამული ხედები.
უშბისა და თეთნულდის ხედების ფონზე შესაძლებელია ულამაზესი ფოტოების გადაღება.
2 დღე: უშგული.08:00 საათი დილის საუზმე.
10:00 საათზე გასვლა უ შ გ უ ლ ის მიმართულებით.
ვნახავთ: სიყვარულის კოშკს, უშგულის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ლამარიას ეკლესიას,
უშგული . ეროვნულიგანძთსაცავის დათვალიერება.მოვილოცავთ,, ლამარია“-ს,IX-Xსაუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სვანეთში, უშგულის თემში.
ეკლესია მდებარეობს სოფელ ჟიბიანის ჩრდილოეთით, ამაღლებულ ბორცვზე. ეკლესიას შემორტყმული აქვს გალავანი, რომელიც დასავლეთის მხრიდან სრულდება სვანური კოშკითა და ორი დამხმარე ნაგებობით. ეკლესია ბაზილიკის ტიპისაა. დასავლეთით აქვს სტოა, რომელსაც შესასვლელი სამხრეთის მხირიდან აქვს. ეკლესიაში შემორჩენილია ფრესკები, ასევე XIX საუკუნის რუსული სერობის ხატი. ეკლესიის ეზოში დგას ქვის დიდი სკამი. გადმოცემის თანახმად ამ სკამზე მოკლეს უშგულის დაპყრობის მსურველი თავადი - ფუთა დადეშქელიანი.
აქვე გექნებათ შესაძლებლობა ისადილოთ და დააგემოვნოთ კუბდარი.
სოფელი კალა სადაც ვნახავთ ლაგურკის ანუ წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიას (XII ს - ისმხატვრობა).
დ ა ბ რ უ ნ ე ბ ა 6 სთზე სასტუმროში.
ღამისთევა და პიკნიკი სადაც იშლება ულამაზესი ხედი .
მშვიდი მუსიკა გიტარა ლეგენდების გაზიარება და ბოლოს

ც ხ ო ვ რ ე ბ ა არის ის რაც გვახსოვს დანარჩენი ი ლ უ ზ ი ა ა!

3 დღე : ხერგიანების მუზეუმი
მესტიის საკათედრო ტაძარი
იონა წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი
ზუგდიდის დადიანების სასახლე
საღამოს დაბრუნება თბილისში
და ბოლოს ეს ყველაფერი იდივიდუალური საზინებელი თავის სველი წერტილიებით. საუზმით:ყავა, ჩაი, კვერცხი, სოსისი, კიტრი პომიდორი, ხაჭაპური ან კუბდარი, ალადიკი ან კექსი, სულგული, კარაქი....
2 ადგილიანი ნომერი .
3 ადგილიანი ნომერი, საერთო სველი წერთილებით .

- მესტიის ეროვნული მუზეუმი -
- ხერგიანის მუზეუმი -
- მარგიანების კოშკი -
- ჰაწვალის საბაგიროს ბილეთი -
- უშგული (ეთნოგრაფიული მუზეუმი) -
- ქორულდის ტბებზე დელიკებით ასვლის საფასური ერთ პერსონაზე -ფასი შეთანხმებით დელიკის მფლობელებთან
- ჯიპ-ტური შხარასკენ - ერთ პერსონაზე (სურვილისამებრ)

არ ვყრით ნაგავს
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში და არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს მგზავრობის დროს
ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ორგანიზატორის მითითებებს
არ ვბილწვსიტყვაობთ
ვიცვამთ სპორტულად, და ფერადად, რომ გადავიღოთ კარგი ფოტოები :D ))
მოგვაქვს ბუშტები და სხვა ლამაზობები ^_^ (ისევ ფოტოებისთვის ^_^ )
ცუდ განწყობას ვტოვებთ თბილისში !
◾◾◾◾◾◾◾◾◾◾◾◾◾
:

სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.

რა ვნახოთ

  • მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
  • უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
  • ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
  • კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
  • თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
  • ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.

სვანეთი: გზამკვლევი
სვანეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება სვანეთს?
მინიმუმ 3–4 დღე: ორი დღე გზაზე მიდის, ერთი — უშგულზე, ერთი — ჩალაადზე ან კორულდზე. ლაშქრობისთვის, მაგალითად მესტია–უშგულის 4-დღიანი ბილიკისთვის, ერთი კვირა გჭირდებათ.
როგორ მივიდე უშგულამდე?
მესტიიდან 45 კმ-ია, ჩვეულებრივ 1,5 საათი. ცენტრიდან დილით ჯიპები და მიკროავტობუსები გადის, საკუთარი მანქანითაც შეიძლება — გზა ახლა თითქმის მთლიანად დაგებულია.
შეიძლება თუ არა სვანეთში თვითმფრინავით ჩასვლა?
კი, Vanilla Sky ნატახტრიდან მესტიაში დაფრინავს კვირაში რამდენჯერმე, ფრენა ერთი საათია. ბილეთები სწრაფად იყიდება, ცუდი ამინდის დროს კი რეისს ხშირად აუქმებენ.
რომელი კურორტი ჯობს — თეთნულდი თუ ჰაწვალი?
თეთნულდს უფრო გრძელი და მაღალი ტრასები აქვს (3100 მ-მდე), ჰაწვალი კი მესტიის თავზეა და პატარაა — დამწყებთათვის და ბავშვებისთვის მოსახერხებელია.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: ჩალაადის ბილიკი, ჰაწვალის საბაგირო და მესტიის მუზეუმი ბავშვებისთვის იოლია. მთავარი სირთულე გრძელი გზაა, ამიტომ სჯობს ქუთაისში ან ზუგდიდში ერთი ღამის გათევა.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.