გომისმთის+ურეკი+შავი ზღვა - ივლისი

ფოტო: Boris Kuznetsov · CC BY 2.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; M. · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაგურია
ფასიფასი — მოთხოვნით
ID53577

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

?ლამაზი ზღაპარი, ღრუბლების ქარავანი, კარავი , კოცონი, ცოტა, მეტი, ზღვა და ბევრი პოზიტივი

თქვენ მოგესახურებათ მაღალკვალიფიციური პერსონალი და ლუქს-კლასის სატრანსპორტო საშუალებები

ჩვენი ჯგუფი ორიენტირებულია მომხმარებლის კომფორტზე, უსაფრთხოებასა და დაუვიწყარი, შემოქმედებითი თავგადასავლების შექმნაზე.

საკვები მოგვაქვს ყველას ინდივიდუალურად, მაგრამ მივირთმევთ ყველანი ერთად!

მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
სრული საკარვე აღჭურვილობა (კარავი)
ფოტო გადაღება
გიდის მომსახურება.
გასართობი თამაშები
კარგი მუსიკები მგზავრობისას.

ტურის გეგმა:

გასვლა თბილისიდან .ვიკრიბების მტერო რუსთაველთან ველოსიპედის ძეგლის წინ 07:00
გასვლა ქუთაისიდან 11:00
დაბრუნება თბილისში 23:30
დაბრუნება ქუთაისში: 20:00

დღე პირველი :
გასვლა თბილისიდან, მეტრო რუსთაველიდან , გზად გავჩერდებით ქუთაისში საყიდლებზე 30 წუთით , შემდეგ განვაგრძობთ გზას და მოვინახულებთ შემოქმედის მონასტერს , ავალთ გომის მთაზე და დავტკბებით ულამაზესი ხედებით ასევე გავშლით ბანაკს გადავიღებთ უამრავ ორიგინალურ ფოტოებს , მზის ჩასვლის ფონზე , საღამოს რათქმაუნდა კოცონი , მწვადების შეწვა, მუსიკა, და გართობა.

დღე მეორე:
ვიღვიძებთ ადრე ვხვდებით მზის ამოსვლას, ვადუღებთ ყავას/ჩაის ცეცხლზე, დაახლოებით 8-9 საათზე ვშლით ბანაკს და მივდივართ საჭყუმპალაოდ ქობულეთში
ვბრუნდებით ჩვენს ქალაქში კარგი შტაბეჭტილებებით

რა წავიღოთ?
საწვიმარი, თბილი მოსაცმელი, საცურაო კოსტუმი, მზისგან დამცავი საშუალება, წყალი, პირადი აფთიაქი.

ტურზე რეგისტრაცია უნდა გაიაროთ წინასწარ!

სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით: / შაკო

გურია — რა ტურებს გთავაზობთ

გურიაში ტური ორნაირად შეიძლება: ზღვაზე დასვენება ურეკსა თუ შეკვეთილში სასტუმროთი და ტრანსფერით, ან ზაფხულის მარშრუტი ბახმაროში მთის ბილიკებით. თარიღები გვითხარით და ორივე ვარიანტს ფასით შეგითავაზებთ.

როდის წავიდეთ

ზღვაზე სეზონი ივლისი–აგვისტოა: ჰაერი 28–30°, წყალი 25–26°; ამავე დროს იხსნება ბახმარო, სადაც დღისით 20°-ის ფარგლებშია.
ივნისი და სექტემბერი სანაპიროზე უფრო წყნარია, მაგრამ წვიმიანი დღეები ხშირია — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო კუთხეა.
ზამთარში ბახმაროსკენ გზა თოვლის გამო ძნელად სავალია, ზღვისპირა სოფლები კი თითქმის ცარიელია.

რა ვნახოთ

  • ურეკი — ფართო პლაჟი შავი მაგნიტური ქვიშით, წყალში თანდათან ღრმავდება
  • შეკვეთილი — ფიჭვნარი ზღვასთან, მუსიკოსების პარკი და დენდროლოგიური პარკი
  • ბახმარო — მთის კურორტი 2000 მეტრზე, ფიჭვნარი და ხის სახლები, საიდანაც ზღვამდე ღრუბლების ზემოდან ჩანს
  • გომისმთა — ალპური საძოვრები და საზაფხულო ქოხები, ღრუბლების ზღვის ხედით
  • შემოქმედის მონასტერი — გურიის მთავრების საძვალე, ოზურგეთის ახლოს
  • ნაბეღლავი — ცნობილი მინერალური წყლის წყარო ჩოხატაურის ტყეებში

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ურეკამდე და ოზურგეთამდე დაახლოებით 300 კმ-ია (3,5–4 საათი), ბახმარომდე — 350 კმ-მდე (5 საათამდე). მარშრუტკები ოზურგეთსა და ურეკში დიდუბის სადგურიდან გადის; ზაფხულში ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან ბახმაროში მიკროავტობუსები დადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ ლანჩხუთის გავლით ურეკსა და ოზურგეთამდე; ბახმარომდე ჩოხატაურიდან 50-იოდე კმ დაკლაკნილი მთის გზაა.
სად დავრჩეთ: ურეკსა და შეკვეთილში — სასტუმროები და გესტჰაუსები ზღვასთან; ბახმაროში — ხის კოტეჯები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — ქურთუკი და წვიმის ქურთუკი, ღამით ცივა; ზღვაზე — მზის კრემი.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი კარგია, ბახმაროსა და მთის სოფლებში — არასტაბილური.

გურია: გზამკვლევი
გურია

ხშირი კითხვები

მართლა სასარგებლოა ურეკის ქვიშა?
მაგნიტურ ქვიშაზე დასასვენებლად გულ-სისხლძარღვთა და სახსრების პრობლემების მქონე ადამიანები ჩამოდიან. თუ მკურნალობის მიზნით მიდიხართ, წინასწარ ექიმს გაესაუბრეთ.
შეიძლება თუ არა ურეკში პატარა ბავშვებთან?
კი, ზღვა აქ ნაპირთან დიდხანს მეჩეჩია, ძირი ქვიშიანია და კენჭი არ არის. ივლისში და აგვისტოში ოჯახებით სწორედ აქ მოდიან ყველაზე ხშირად.
როდის მივიდეთ ბახმაროში?
სეზონი ივნისის ბოლოდან სექტემბრის შუამდე გრძელდება, ყველაზე ხალხმრავალია აგვისტო. ზამთარში გზა თოვლის გამო ხშირად იკეტება.
ურეკი თუ შეკვეთილი?
ურეკი უფრო ხმაურიანია, კაფეებითა და გართობით. შეკვეთილი წყნარია, ფიჭვნარით და ახალი სასტუმროებით — უფრო მშვიდი დასვენებისთვის.
რა უნდა გავსინჯოთ გურიაში?
გურული ღვეზელი (საშობაო ხაჭაპური კვერცხით), ჭადი ნადუღით, ბადრიჯანი ნიგვზით და ფხალი. სუფრაზე თუ გაგიმართლათ, გურულ სიმღერას — კრიმანჭულით — მოისმენთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.