შემოგვიერთდით სვანეთის ტურზე!!
ფოტო: Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
შემოგვიერთდით სვანეთის ტურზე.
სვანეთი. > მესტია > უშგული > ჰაწვალი > ლატალი > ლენჯერი
მოვინახულებთ :
მესტია
უშგული
ჰაწვალი
სოფ.ლატალი
სოფ ლენჯერი
თეთნულდის გადმოსახედი
გთავაზობთ კიდევ ერთხელ 3 დღიან ტურს სვანეთში.
შემოგვიერთდით~ჩვენთან ერთად სვანეთი მეტად შთამბეჭდავია. უამრავი ტური გვაქვს ჩატარებული და ბევრია კმაყოფილი ტურისტი!
მგზავრობა კომფორტული სამარშუტო მერსედეს სპრინტერებით
ფოტო გადაღება.გამყოლი.
ტურის განრიგი ასეთია:
*დღე პირველი შეკრება და გასვლა სამთო ქიმიის ტერიტორიიდან 5 საათზე რუსთავიდან, თბილისიდან 6 საათზე.
ჩასვლა მესტიაში დაახლოვებით ორ საათზე, დაბინავება საოჯახო ტიპის სასტუმროში, რომელიც არის კომფორტული, ულამაზესი ხედებით და ძალიან თბილი გარემოთი
2 საათიანი შესვენების შემდეგ მოვინახულებთ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზემს, გვექნება თავისუფალი დრო საღამოს მესტიის ქუჩებში სასეირნოდ.
*დღე მეორე.დილის 10 საათისთვის გავემართებით დიდებული უშგულისკენ
ყველაზე დიადი მწვერვალი შხარას სანახავად
1.გზად გავჩერდებით და ვნახავთ კვირიკესა და ივლიტეს ტაძარს (საფეხმავლო გზა 500-600 მ აღმართზე,სირთულე:საშუალო )
2.უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი
3.ლამარია (ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია)
4.სიყვარულის კოშკი
20:00 დაბრუნება მესტიაში,სასტუმროში
III.დღე:
09:00
1.ჰაწვალი საიდანაც დავინახავთ უშბას და დავაგემოვნებთ კუბდარს.
2.სოფელი ლატალი
3სოფელი .ლენჯერი
16:00 გამომგზავრება თბილისში
ჩამოსვლა 23 საათზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის და სიაში ჩასაწერად დარეკეთ ; ; თეონა
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.