ღვინის ტური კახეთში : ღვინის დაყენება წლისაა, კახეთი ღვინის სამშობლოა !

ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Max Benidze · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაკახეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID53207

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ყოველივე ქვემოაღნიშნულს ! რუსულენოვანი ტურისტებისათვის გიდის მომსახურება უფასოა !

ექსკლუზიური უფლებით უ ფ ა ს ო ა ისეთი ბრენდების დეგუსტაცია, როგორიცაა " რქაწითელი ", " ქინძმარაული ", " ხვანჭკარა ", " ჭაჭა " ! ! !

ერთ დილას სასტუმროს წინ, სადაც მსახიობი მარგარიტა დე სევრი იმყოფებოდა, ურმების გრძელი ქარავანი გამოჩნდა. ისინი უთვალავი ახლად მოჭრილი წითელი ვარდით იყო დატვირთული. უცნაურ მსვლელობას გვერდით ფიროსმანი მიჰყვებოდა _ ნიკო ფიროსმანაშვილი, რომელსაც ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ თავისი პატარა დუქანი ჰქონდა. ახლა კი მთელი თავისი ქონების სანაცვლოდ “ ყვავილების მთელი ზღვა ” ეყიდა…

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ბიზნეს კლასის ლეგენდარული MERCEDES - BENZ მარკის ლეგენდარული VIANO - ს მოდელის მიკროავტობუსით ყოველდღე გთავაზობთ ერთდღიან ტურს თბილისიდან ქიზიყში - ლეგენდარული ნიკო ფიროსმანის სამშობლოში . . . საქართველოს უბატონო კუთხეში. . . სიღნაღი - აუღებელი ციხე - სიმაგრე, საქართველოს ბრილიანტი. . . საქართველოს სავიზიტო ბარათი . . .რა დროსაც თქვენ

1. ესტუმრებით ლეგენდარული ნიკო ფიროსმანის მშობლიურ სოფელს, სადაც დაათვალიერებთ ნიკალას სახლს და მის ნივთებს, ასევე ნახავთ ულამაზეს მარგარიტას, რომელსაც ნიკალამ მილიონი წითელი ვარდი უყიდა . . . ! ამის შემდეგ უკვდავი გახდნენ ნიკო ფიროსმანი და მსახიობი მარგარიტა ! ამის მნახველმა შეუძლებელია არიმღერო - " . . . მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ და ყოველდილით ვხვდები ნიკალას . . ." !

2. ამავე ეზოში ნახავთ ნიკალას მუზეუმს, სადაც განთავსებულია მისი შედევრები !

3. ბოდბეში ნახავთ ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს და ლეგენდარული წმინდანის საფლავს !

4. სასწაულმოქმედ და სამკურნალო წყალს, რომელიც წარმოიშვა წმინდანის ლოცვით ! მონასტერიდან უნდა ჩაიაროთ 700 საფეხური წყარომდე და რწმენით დალიოთ და განიბანოთ წმინდა წყაროში, რომელიც მოგიხსნით ყოველგვარ დაავადებას !

5. ნახავთ ულამაზეს ძველსა და ახალ სიღნაღს და ლეგენდარული ერეკლე მეორის ბრძანებით სიღნაღელების მიერ აშენებულ სიღნაღის დიდ კედელს - ციხე - გალავანს, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორეა ჩინეთის დიდი კედლის შემდეგ და სიღნაღს ჰყოფს ორ ნაწილად, რომელსაც ძველი და ახალი სიღნაღი ჰქვია ! " სიღნაღის დიდი კედლის " უმაღლესი ადგილიდან გადახედვისას მნახველის თვალწინ გადაიშლება ლეგენდარული " ალაზნის დიდი ველი " ! ნუ დაგავიწყდებათ, რომ ლეგენდარულ ერეკლე მეორეს არ წაუგია არცერთი ბრძოლა და მას ქართველმა ხალხმა სიყვარულით " პატარა კახი " შეარქვა . . . !

6. სიღნაღში ნახავთ მეორე მუზეუმს, სადაც განთავსებულია ლეგენდარული ნიკო ფიროსმანის ტილოები, რომლებიც შეუფასებელია და მათ შორისაა ქართლ - კახეთის ლეგენდარული მეფე ერეკლე მეორე . . . , აგრეთვე " მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი თამარი . . ."

7. ექსკლუზიური უფლებით შეგიძლიათ მიირთვათ და შეიძინოთ ალაზნის ველზე მოყვანილი 80 საუკეთესო ჯიშის ყურძნისგან ქართულ ქვევრებში დაყენებული საუკეთესო ღვინოები !

8. ლეგენდარული ნიკო ფიროსმანის დიდების აღსანიშნავად ექსკლუზიური უფლებით გთავაზობთ ჩვენი ბრენდების - " რქაწითელის ", " ქინძმარაულის " " ხვანჭკარას " და " ჭაჭის " უფასო დეგუსტაციას ! ! !

კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.

რა ვნახოთ

  • სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
  • ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
  • ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
  • გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
  • წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
  • დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.

კახეთი: გზამკვლევი
კახეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება კახეთს?
სიღნაღი და ბოდბე ერთ დღეში იოლად ჯდება. თელავის, ალავერდის, გრემისა და ყვარლის დასამატებლად 2–3 დღე სჯობს, ერთი ღამით სიღნაღში და ერთით თელავში.
როდის არის რთველი?
ჩვეულებრივ სექტემბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუამდე; ჯიშისა და ამინდის მიხედვით თარიღი იცვლება. ბევრი მარანი სტუმრებს ყურძნის კრეფასა და დაწურვაში მონაწილეობას სთავაზობს.
რომელი გზით ჯობს წასვლა — გომბორით თუ საგარეჯოთი?
თელავში უფრო სწრაფია გომბორით, სიღნაღში — საგარეჯოს ტრასით. ზამთარში და ძლიერი წვიმისას გომბორის უღელტეხილს უმჯობესია აარიდოთ თავი.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: ლაგოდეხის ბილიკი ჩანჩქერამდე, ყვარლის ღვინის გვირაბი, ილიას ტბა და სიღნაღის გალავანი ბავშვებსაც მოსწონთ. ზაფხულის სიცხეში აქტიური დღე დილით დაგეგმეთ.
როგორ მივიდე დავით გარეჯამდე?
თბილისიდან დაახლოებით 2,5 საათია, ბოლო მონაკვეთი გრუნტის გზაა. ჩვეულებრივ ტურით ან ტაქსით მიდიან — საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.