ზაფხულის სვანეთი

ფოტო: Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons

მიმართულებასვანეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID53159

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

---სირთულე: მარტივი
ტრანსპორტით გასავლელი სრული მანძილი: 1050 კმ

ტურის სახეობა: სათავგადასავლო/კულტურული
ტურის ხანგრძლივობა:3 დღე / 2 ღამე

თბილისიდან მეტრო დიდუბე შეკრება და გამგზავრება სვანეთის მიმართულებით კომფორტული მიკრო ავტობუსით 07:00საათზე რუსთავიდან.
08:00 საათზე თბილისიდან.

ღირსშესანიშნავი ადგილები
პირველი დღე
***ენგურის წყალსაცავი
***ფოტოსესია
***მესტია (დაბინავება საოჯახო ტიპის სასტუმროში)
***მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმის მონახულება.
*** ჰეშკილის ქოხების მონახულება და ულანაზესი ხედებით
ტკბობა
***ვახშამი
***მესტია (საღამოს გასეირნება - თავისუფალი დრო)

მეორე დღე

ასვლა ჰაწვალზე საბაგიროთი სადაც იშლება ულამაზესი ხედები უშბის მწვერვალის.
***თეთნულდი და უშბა - პანორამული ხედები
***ხერგიანების სახელობის მუზეუმის მონახულება
***სვანურ კოშკზე ასვლა და ფოტოსესია.
***მარგიანების სახლ-მუზეუმი
***მესტიის საკათედრო ტაძარი
ლანჩი დაგემოვნება ადგილობრივი კერძების(კუბდარი, ხაჭაპური)

მესამე დღე

სურვილისამებრ ვიქირავებთ დელიკას დაემატება და დავლაშქრავთ ქორულდის გასაოცარ ტბებს
მოვილოცავთ მესტიის ეკლესიას
პიაცაზე გასეირნება
და გამომგზავრება თბილისის მიმართულებით
გზად ავავსებთ მჟავე წყლებს

თბილისში ჩამოსვლა 23:00

შედის მგზავრობა
.ორი ღამის საფასური სასტუმროში
გამყოლი,გიდი
საბაგიროთი ასვლის საფასური
მუზეუმში შესასვლელი ბილეთი
კოშკზე ასასვლელი ბილეთი

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან - 16 სთ-მდე
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სპეციალისტები და სტუდენტები სამეცნიერო საქმიანობისას.

საუზმე.სადილი,ვახშამი
შესაძლებელია საკვების ყიდვა ადგილობრივ მაღაზიებში და რესტორანში ვახშმობა.
ფასები ნორმალური
თანხის ჩარიცხვა აუცილებელია ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე. ის ვინც შემდეგ ტურზე წამოსვლაზე უარს იტყვის ჩარიცხული თანხა უკან არ დაუბრუნდება.

რეკომენდაცია:
-მოსახერხებელი ფეხსაცმელი
-საწვიმარი და თბილი ტანსაცმელი
-მზისგან დამცავი საშუალებები
სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი კომპანიის Facebook - ის გვერდზე

სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.

რა ვნახოთ

  • მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
  • უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
  • ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
  • კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
  • თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
  • ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.

სვანეთი: გზამკვლევი
სვანეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება სვანეთს?
მინიმუმ 3–4 დღე: ორი დღე გზაზე მიდის, ერთი — უშგულზე, ერთი — ჩალაადზე ან კორულდზე. ლაშქრობისთვის, მაგალითად მესტია–უშგულის 4-დღიანი ბილიკისთვის, ერთი კვირა გჭირდებათ.
როგორ მივიდე უშგულამდე?
მესტიიდან 45 კმ-ია, ჩვეულებრივ 1,5 საათი. ცენტრიდან დილით ჯიპები და მიკროავტობუსები გადის, საკუთარი მანქანითაც შეიძლება — გზა ახლა თითქმის მთლიანად დაგებულია.
შეიძლება თუ არა სვანეთში თვითმფრინავით ჩასვლა?
კი, Vanilla Sky ნატახტრიდან მესტიაში დაფრინავს კვირაში რამდენჯერმე, ფრენა ერთი საათია. ბილეთები სწრაფად იყიდება, ცუდი ამინდის დროს კი რეისს ხშირად აუქმებენ.
რომელი კურორტი ჯობს — თეთნულდი თუ ჰაწვალი?
თეთნულდს უფრო გრძელი და მაღალი ტრასები აქვს (3100 მ-მდე), ჰაწვალი კი მესტიის თავზეა და პატარაა — დამწყებთათვის და ბავშვებისთვის მოსახერხებელია.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: ჩალაადის ბილიკი, ჰაწვალის საბაგირო და მესტიის მუზეუმი ბავშვებისთვის იოლია. მთავარი სირთულე გრძელი გზაა, ამიტომ სჯობს ქუთაისში ან ზუგდიდში ერთი ღამის გათევა.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.