გომისმთა - შეკვეთილი- ივნისი - ZooM
ფოტო: Boris Kuznetsov · CC BY 2.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; M. · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გასვლები განხორციელდება დიდუბის მეტროს ზედა ამოსასვლელიდან.
შაბათი დღე:
06:30 საათზე შეკრება.
07:00 საათზე გასვლა.
15:00 საათისთვის ასვლა გომისმთაზე
სადაც გავშლით ბანაკს ღრუბლებს ზემოთ და დავტკბებით ულამაზესი ხედებით მზის ჩასვლის ფონზე
საღამოს რა თქმა უნდა კოცონი, მწვადები და გართობა
კვირა დღე:
ვიღვიძებთ ადრე და ვტკბებით მზის ამოსვლით ღრუბლებს ზემოდან.
11:00 საათისთვის ვშლით ბანაკს და მივემართებით შეკვეთილში ზღვაზე საცურაოდ
18:30 საათზე გამომგზავრება უკან.
23:30 საათზე დაბრუნება თბილისში.
გაითვალისწინეთ გზა დიდია და შესაძლებელია დაბრუნების დრომ გადაიწიოს
აუცილებელი აღჭურვილობა:
კარავი, საძილე, ქვეშსაგები.
კომფორტული მიკროავტობუსით მგზავრობა
ფოტო გადაღება
გამყოლები
კარავი და პარალონი არ ქონის შემთხვევაში.
კვება ინდივიდუალურია, ყველას მოგვაქვს ორი დღის სამყოფი საკვები, ყიდულობთ წინასწარ
სურვილის შემთხვევაში ვყიდულობთ სამწვადეს.
ჩაიცვით კომფორტულად და მთის შესაფერისად.
წამოიღეთ გამოსაცვლელი ტანსაცმელი ზღვისთვის და მზისგან დამცავი საშუალებები.
ადგილების დასაჯავშნად აუცილებელია მოგვწეროთ - ის პირად შეტყობინებაში:
სახელი გვარი
სასურველი თრიღი
საკონტაქტო ნომერი
მეგობრებთან ერთად წამოსვლის შემთხვევაში მათი სახელი და გვარები.
ჩარიცხვის შემდეგ ადგილი დაიჯავშნება 100%-ით.
გაითვალისწინეთ:
თანხა ირიცხება წინასწარ საბანკო ანგარიშზე:
მიმღები: მინდია ლომიძე
დანიშნულებაში მიუთითეთ: სახელი გვარი, გომისმთა
ან პირადი ნომრით ExpressPay-ს აპარატიდან: 41
ანგარიშის სახელი: ZooM_hiking(ლარი).
ჩარიცხვის შემდეგ აუცილებლად გვატყობინებთ, გვიგზავნით ქვითრის სურათს ან ეკრანის სქრინს.
P.S ტურამდე 3 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება
სიახლეების მისაღებად გამოიწერეთ ივენთი:
გურია — რა ტურებს გთავაზობთ
გურიაში ტური ორნაირად შეიძლება: ზღვაზე დასვენება ურეკსა თუ შეკვეთილში სასტუმროთი და ტრანსფერით, ან ზაფხულის მარშრუტი ბახმაროში მთის ბილიკებით. თარიღები გვითხარით და ორივე ვარიანტს ფასით შეგითავაზებთ.
როდის წავიდეთ
ზღვაზე სეზონი ივლისი–აგვისტოა: ჰაერი 28–30°, წყალი 25–26°; ამავე დროს იხსნება ბახმარო, სადაც დღისით 20°-ის ფარგლებშია.
ივნისი და სექტემბერი სანაპიროზე უფრო წყნარია, მაგრამ წვიმიანი დღეები ხშირია — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო კუთხეა.
ზამთარში ბახმაროსკენ გზა თოვლის გამო ძნელად სავალია, ზღვისპირა სოფლები კი თითქმის ცარიელია.
რა ვნახოთ
- ურეკი — ფართო პლაჟი შავი მაგნიტური ქვიშით, წყალში თანდათან ღრმავდება
- შეკვეთილი — ფიჭვნარი ზღვასთან, მუსიკოსების პარკი და დენდროლოგიური პარკი
- ბახმარო — მთის კურორტი 2000 მეტრზე, ფიჭვნარი და ხის სახლები, საიდანაც ზღვამდე ღრუბლების ზემოდან ჩანს
- გომისმთა — ალპური საძოვრები და საზაფხულო ქოხები, ღრუბლების ზღვის ხედით
- შემოქმედის მონასტერი — გურიის მთავრების საძვალე, ოზურგეთის ახლოს
- ნაბეღლავი — ცნობილი მინერალური წყლის წყარო ჩოხატაურის ტყეებში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ურეკამდე და ოზურგეთამდე დაახლოებით 300 კმ-ია (3,5–4 საათი), ბახმარომდე — 350 კმ-მდე (5 საათამდე). მარშრუტკები ოზურგეთსა და ურეკში დიდუბის სადგურიდან გადის; ზაფხულში ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან ბახმაროში მიკროავტობუსები დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ ლანჩხუთის გავლით ურეკსა და ოზურგეთამდე; ბახმარომდე ჩოხატაურიდან 50-იოდე კმ დაკლაკნილი მთის გზაა.
სად დავრჩეთ: ურეკსა და შეკვეთილში — სასტუმროები და გესტჰაუსები ზღვასთან; ბახმაროში — ხის კოტეჯები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — ქურთუკი და წვიმის ქურთუკი, ღამით ცივა; ზღვაზე — მზის კრემი.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი კარგია, ბახმაროსა და მთის სოფლებში — არასტაბილური.