ტური გომის მთაზე
ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Boris Kuznetsov · CC BY 2.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გთავაზობთ უმაგრეს 2 დღიან ტურს გურიაში
დილით 07:00 საათზე გავემგზავრებით თბილისიდან გურიის მიმართულებით, ჩავალთ შემოქმედში და მოვინახულებთ შემოქმედის ეპარქიას, შემდეგ ავალთ კურორტ გომის მთაზე ზღვის დონიდან 2755 მეტრ სიმაღლეზე.
ვნახავთ მზის ჩასვლას, დავტკბებით ულამაზესი ხედებით და საღამოს გველოდება კოცონი და ბევრი გართობა.
ღამეს გავათევთ კარვებში
დილით დავტკბებით მზისა და ღრუბლების ხედით. გადავიღებთ უამრავ ფოტოს და გავემგზავრებით შეკვეთილის მიმართულებით
შეკვეთილში მოვინახულებთ:
მინიატურების პარკს (სადაც წარმოდგენილია საქართველოს ყველა რეგიონის ღირსშესანიშნაობის მინიატურა).
მუსიკალურ პარკს ( სადაც არის ცნობილი მომღერლების ძეგლები და მიახლოებისას ირთვება მუსიკა)
ახლად გახსნილ დენდროლოგიურ პარკს
გავისეირნებთ ზღვის სანაპიროზე, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ზღვაში გაცუროთ.
დამღლელი დღის ბოლოს უამრავი ემოციითა და შთაბეჭდილებებით სავსე დავბრუნდებით თბილისში ????
მოსანახულებელი ობიექტები:
???? შემოქმედი
???? შემოქმედის ეპარქია
???? გომის მთა
???? შეკვეთილი
???? მინიატურული პარკი
???? მუსიკალური პარკი
???? დენდროლოგიური პარკი
???? შავი ზღვის სანაპირო
???? ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
???? ტურ-ოპერატორის მომსახურეობა
???? ბევრი გართობა და მხიარულება
კვება, 2 დღის სამყოფი საკვები მოგვაქვს ყველას ინდივიდუალურად. (შეგვიძლია შევაგროვოთ ერთ ადამიანზე და ვიყიდოთ სამწვადე).
კარავი
საძილე ტომარა
პარალონი
სურვილის შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს სათანადო ეკიპირებას დამატებით .
გასათვალისწინებელი დეტალები:
◾ჩაიცვით კომფორტული, სპორტული ტანსაცმელი. თან იქონიეთ თბილი ჩასაცმელიც
◾არ ვაგვიანებთ შეკრების ადგილზე
◾არ ვსვამთ და არ ვეწევით ტრანსპორტში
◾არ ვყრით ნაგავს ტრანსპორტში და ბუნებაში
◾ ვემორჩილებით ორგანიზატორს
(მაქს.რაოდენობა-20 ვიზიტორი)
????დამატებითი დეტალებისთვის და ადგილების დასაჯავშნად დარეკეთ:
ლორინა
ლორინა
???? შეკრების ადგილი: მ/ს დიდუბე (ზედა ამოსასვლელი).
შეკრების დრო: 06:40 სთ, გასვლა 07:00 სთ.
???? ტური 100% დაჯავშნილად ჩაითვლება თანხის გადმორიცხვის შემდეგ. ტურამდე 3 დღით ადრე უარის შემთხვევაში თანხა არ დაგიბრუნდებათ უკან.
გურია — რა ტურებს გთავაზობთ
გურიაში ტური ორნაირად შეიძლება: ზღვაზე დასვენება ურეკსა თუ შეკვეთილში სასტუმროთი და ტრანსფერით, ან ზაფხულის მარშრუტი ბახმაროში მთის ბილიკებით. თარიღები გვითხარით და ორივე ვარიანტს ფასით შეგითავაზებთ.
როდის წავიდეთ
ზღვაზე სეზონი ივლისი–აგვისტოა: ჰაერი 28–30°, წყალი 25–26°; ამავე დროს იხსნება ბახმარო, სადაც დღისით 20°-ის ფარგლებშია.
ივნისი და სექტემბერი სანაპიროზე უფრო წყნარია, მაგრამ წვიმიანი დღეები ხშირია — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო კუთხეა.
ზამთარში ბახმაროსკენ გზა თოვლის გამო ძნელად სავალია, ზღვისპირა სოფლები კი თითქმის ცარიელია.
რა ვნახოთ
- ურეკი — ფართო პლაჟი შავი მაგნიტური ქვიშით, წყალში თანდათან ღრმავდება
- შეკვეთილი — ფიჭვნარი ზღვასთან, მუსიკოსების პარკი და დენდროლოგიური პარკი
- ბახმარო — მთის კურორტი 2000 მეტრზე, ფიჭვნარი და ხის სახლები, საიდანაც ზღვამდე ღრუბლების ზემოდან ჩანს
- გომისმთა — ალპური საძოვრები და საზაფხულო ქოხები, ღრუბლების ზღვის ხედით
- შემოქმედის მონასტერი — გურიის მთავრების საძვალე, ოზურგეთის ახლოს
- ნაბეღლავი — ცნობილი მინერალური წყლის წყარო ჩოხატაურის ტყეებში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ურეკამდე და ოზურგეთამდე დაახლოებით 300 კმ-ია (3,5–4 საათი), ბახმარომდე — 350 კმ-მდე (5 საათამდე). მარშრუტკები ოზურგეთსა და ურეკში დიდუბის სადგურიდან გადის; ზაფხულში ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან ბახმაროში მიკროავტობუსები დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ ლანჩხუთის გავლით ურეკსა და ოზურგეთამდე; ბახმარომდე ჩოხატაურიდან 50-იოდე კმ დაკლაკნილი მთის გზაა.
სად დავრჩეთ: ურეკსა და შეკვეთილში — სასტუმროები და გესტჰაუსები ზღვასთან; ბახმაროში — ხის კოტეჯები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — ქურთუკი და წვიმის ქურთუკი, ღამით ცივა; ზღვაზე — მზის კრემი.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი კარგია, ბახმაროსა და მთის სოფლებში — არასტაბილური.