კახეთი - ლეგენდარული ტური ლეგენდარული " პატარა კახის " სამშობლოში, საქართველოს სავიზიტო ბარათი : თელავი - წინანდალი - გრემი - ნეკრესი - ღვინის გვირაბი - კორპორაცია " ქინძმარაული " . . .
ფოტო: Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Max Benidze · CC BY-SA 2.0; George Nikoladze · Public domain · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ბიზნეს კლასის ლეგენდარული MERCEDES - BENZ მარკის ლეგენდარული VIANO - ს მოდელის მიკროავტობუსით ყოველდღე გთავაზობთ ერთდღიან ტურს თბილისიდან კახეთში - ლეგენდარული ერეკლე მეორის სამშობლოში ! ამ დროს თქვენ ნახავთ :
1. ლეგენდარული ერეკლე მეორის განახლებულ მუზეუმს და ეთნოგრაფიულ მუზეუმს
2. 900 წლის ჭადარს, სადაც გადაღებულია ეპიზოდი კინოფილმიდან " მიმინო ".
3. განუმეორებელ ალავერდის მონასტერს !
4. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს !
5. გრემის სამონასტრო კომპლექსს !
6. ნეკრესის მონასტერს !
7. ილიას ტბას !
8. " მეღვინეობა ხარება " - კავკასიონის კლდეში ნაკვეთი ღვინის საცავი ... ! გთავაზობთ მიირთვათ ალაზნის ველზე მოყვანილი 80 საუკეთესო ჯიშის ყურძნისგან ქვევრებში დაყენებული ბრენდები "რქაწითელი ", "ქინძმარაული ", " მწვანე ", " თელიანი ველი ". . . !
9. დაათვალიერებთ ყვარელის " ქინძმარაულის " . ღვინის ქარხანას სადაც შესაძლებელია მიირთვათ ბრენდები " ქინძმარაული ", "მუკუზანი " . . . !
10. სურვილის შემთხვევაში ნახავთ საოჯახო მარანს და გაიშლება განუმეორებელი კახური სუფრა ხაშლამით ! თავად ამოიღებთ ქვევრიდან ღვინოს და ფიალით მიირთვათ !
11. რუსულენოვანი ტურისტებისათვის გიდის მომსახურება უფასოა, ეს მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია !
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.