გომის მთა - ივნისს
ფოტო: M. · CC BY-SA 4.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
????სიაში ჩასაწერად
???????? ტურის ლოკაცია: გურია-გომის მთა
ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე
ტურის სირთულე: მარტივი სირთულის
ტურის სახეობა : საექსკურსიო- სათავგადასავლო
????ფეხით გასავლელი მანძილი :
0 კმ.
????მოსანახულებელი ადგილი:
გომის მთა
ღამის თევა:
კარვებში
(თუ არ გაქვს ღამის სათევი აღჭურვილობა და ვერ შოულობთ შეგვატყობინეთ,დაგეხმარებით მოძიებაში თუ ჩვენი კლუბის მარაგი ამოწურილი იქნება და პირადად ვერ შევძლებთ დახმარებას...)
⏰შეკრების ადგილი-გასვლის დრო:
რუსთავი-
შეკრების ადგილი-შარტავა მადაგონის წინ.
გასვლის დრო-05:00 საათი.
თბილისი
შეკრების ადგილი-საბურთალო,სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია სუპერმარკეტ სპართან.
გასვლის დრო- 06:00 საათი
????დამგვიანებელთა საყურადღებოდ თუ გაგვაფრთხილებთ რომ გაგვიანდებათ საპატიო მიზეზით შეგვიძლია დაგელოდოთ გასვლის დროიდან მაქსიმუმ 15 წუთი
????ტრანსპორტირება მიკროავტობუსით
????2 დღის სამყოფი საკვები
ღამის სათევი აღჭურვილობა (კარავი,საძილე,ქვეშსაგები)
თანხას ვრიცხავთ წინასწარ საბანკო ანგარიშზე
????საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: გიორგი შარიქაძე
????დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ- თქვენი სახელი გვარი გომის მთის ტური.
????შეინახეთ დამადასტურებელი დოკუმენტი სანამ არ დაგიდასტურებთ ჩარიცხვას
გადახდილი თანხა, ლაშქრობის ჩატარებამდე 5 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება.
????იმისათვის რომ ტური იყოს სასიამოვნო ყველანი ვალდებულები ხართ დაემორჩილოთ ირბისის წესებს????
ტურის ორგანიზატორი გახლავთ უზენაესი პირი და ვემორჩილებით მის გადაწყვეტილებებს ????
ტურზე აკრძალულია დიდი რაოდენობით ალკოჰოლი
გასვლამდე გადამოწმდება აუცილებლად ალკოჰოლის რაოდენობა....
სასტიკად აკრძალულია მსუბუქ ნარკოტიკული(მწვანე ???? ) და სხვა ნარკოტიკული საშუალებები
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში
არ ვაბინძურებთ გარემოს ნაგვით
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე,სპორტზე ყველა იმ თემაზე რამაც შეიძლება გამოიწვიოს კამათი,ყაყანი და ა.შ.
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს თვითნებურად
არ ვეწევით ტრანსპორტში
????კარგად აწონ-დაწონეთ შეძლებთ თუ არა მოცემული პირობების შესრულებას და ისე შემოგვიერთდით
გურია — რა ტურებს გთავაზობთ
გურიაში ტური ორნაირად შეიძლება: ზღვაზე დასვენება ურეკსა თუ შეკვეთილში სასტუმროთი და ტრანსფერით, ან ზაფხულის მარშრუტი ბახმაროში მთის ბილიკებით. თარიღები გვითხარით და ორივე ვარიანტს ფასით შეგითავაზებთ.
როდის წავიდეთ
ზღვაზე სეზონი ივლისი–აგვისტოა: ჰაერი 28–30°, წყალი 25–26°; ამავე დროს იხსნება ბახმარო, სადაც დღისით 20°-ის ფარგლებშია.
ივნისი და სექტემბერი სანაპიროზე უფრო წყნარია, მაგრამ წვიმიანი დღეები ხშირია — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო კუთხეა.
ზამთარში ბახმაროსკენ გზა თოვლის გამო ძნელად სავალია, ზღვისპირა სოფლები კი თითქმის ცარიელია.
რა ვნახოთ
- ურეკი — ფართო პლაჟი შავი მაგნიტური ქვიშით, წყალში თანდათან ღრმავდება
- შეკვეთილი — ფიჭვნარი ზღვასთან, მუსიკოსების პარკი და დენდროლოგიური პარკი
- ბახმარო — მთის კურორტი 2000 მეტრზე, ფიჭვნარი და ხის სახლები, საიდანაც ზღვამდე ღრუბლების ზემოდან ჩანს
- გომისმთა — ალპური საძოვრები და საზაფხულო ქოხები, ღრუბლების ზღვის ხედით
- შემოქმედის მონასტერი — გურიის მთავრების საძვალე, ოზურგეთის ახლოს
- ნაბეღლავი — ცნობილი მინერალური წყლის წყარო ჩოხატაურის ტყეებში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ურეკამდე და ოზურგეთამდე დაახლოებით 300 კმ-ია (3,5–4 საათი), ბახმარომდე — 350 კმ-მდე (5 საათამდე). მარშრუტკები ოზურგეთსა და ურეკში დიდუბის სადგურიდან გადის; ზაფხულში ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან ბახმაროში მიკროავტობუსები დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ ლანჩხუთის გავლით ურეკსა და ოზურგეთამდე; ბახმარომდე ჩოხატაურიდან 50-იოდე კმ დაკლაკნილი მთის გზაა.
სად დავრჩეთ: ურეკსა და შეკვეთილში — სასტუმროები და გესტჰაუსები ზღვასთან; ბახმაროში — ხის კოტეჯები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — ქურთუკი და წვიმის ქურთუკი, ღამით ცივა; ზღვაზე — მზის კრემი.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი კარგია, ბახმაროსა და მთის სოფლებში — არასტაბილური.