გომის მთას + შეკვეთილი + ზღვა და ივნისს
ფოტო: Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; M. · CC BY-SA 4.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მგზავრობა კომფორტული მიკრო ავტობუსით
გამყოლის მომსახურეობა
ჭკუა მხიარული ანიმატორი, რომლის მეშვეობით დღეს უფრო მხიარულად გავატარებთ
კარავი და პარალონი არ ქონის შემთხვევაში.
???? საჭირო ეკიპირება:
კარავი, საძილე, ქვეშსაგები, თბილი ტანსაცმელი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი.
???? ტურის განრიგი:
დილით 06:30 სთ-დან 07:00-მდე შევიკრიბებით დიდუბეში სამთო ქიმიის წინ!
დაახლოებით 13:00 საათზე ვიქნებით ადგილზე ,სადაც გავშლით კარვებს ,დავბანაკდებით ,გადავიღებთ ფოტოებს, ვუყურებთ მზის ჩასვლას და გავატარებთ სასიამოვნო საღამოს კოცონის ,გიტარისა და გემრიელობების თანხლებით ^_^
მეორე დღეს ვდგებით ადრე ,ვტკბებით მზის ამოსვლით და მივდივართ შეკვეთილში.????
მოსანახულებელი ადგილები:
მოსანახულებელი ობიექტები:
შემოქმედი
შემოქმედის ეპარქია
გომის მთა
შეკვეთილი
მინიატურული პარკი
მუსიკალური პარკი
დენდროლოგიური პარკი
შავი ზღვის სანაპირო
წესები
⏩ არ მოვდივართ ტურზე ნასვამ ან ნაბახუსევ მდგომარეობაში
⏩ ვიცავთ ცენზურას ტურის მიმდინარეობისას
⏩ ტურზე არ მოგვყავს ცხოველები: მარტორქა, ლომვეშაპა, ბავარიული კვიცი, ანტილოპაღლუ და სხვა.
⏩ მითითებული თანხის გადახდა ხდება ტურამდე მაქსიმუმ 3 დღით ადრე, წინა დღეს გადაფიქრების გამო თანხა უკან არ ბრუნდება
⏩ ტრანსპორტში არ ვეწევით სიგარეტს ????
???? ტურზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირადში ან დარეკეთ:
ჯონი
გურია — რა ტურებს გთავაზობთ
გურიაში ტური ორნაირად შეიძლება: ზღვაზე დასვენება ურეკსა თუ შეკვეთილში სასტუმროთი და ტრანსფერით, ან ზაფხულის მარშრუტი ბახმაროში მთის ბილიკებით. თარიღები გვითხარით და ორივე ვარიანტს ფასით შეგითავაზებთ.
როდის წავიდეთ
ზღვაზე სეზონი ივლისი–აგვისტოა: ჰაერი 28–30°, წყალი 25–26°; ამავე დროს იხსნება ბახმარო, სადაც დღისით 20°-ის ფარგლებშია.
ივნისი და სექტემბერი სანაპიროზე უფრო წყნარია, მაგრამ წვიმიანი დღეები ხშირია — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო კუთხეა.
ზამთარში ბახმაროსკენ გზა თოვლის გამო ძნელად სავალია, ზღვისპირა სოფლები კი თითქმის ცარიელია.
რა ვნახოთ
- ურეკი — ფართო პლაჟი შავი მაგნიტური ქვიშით, წყალში თანდათან ღრმავდება
- შეკვეთილი — ფიჭვნარი ზღვასთან, მუსიკოსების პარკი და დენდროლოგიური პარკი
- ბახმარო — მთის კურორტი 2000 მეტრზე, ფიჭვნარი და ხის სახლები, საიდანაც ზღვამდე ღრუბლების ზემოდან ჩანს
- გომისმთა — ალპური საძოვრები და საზაფხულო ქოხები, ღრუბლების ზღვის ხედით
- შემოქმედის მონასტერი — გურიის მთავრების საძვალე, ოზურგეთის ახლოს
- ნაბეღლავი — ცნობილი მინერალური წყლის წყარო ჩოხატაურის ტყეებში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ურეკამდე და ოზურგეთამდე დაახლოებით 300 კმ-ია (3,5–4 საათი), ბახმარომდე — 350 კმ-მდე (5 საათამდე). მარშრუტკები ოზურგეთსა და ურეკში დიდუბის სადგურიდან გადის; ზაფხულში ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან ბახმაროში მიკროავტობუსები დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ ლანჩხუთის გავლით ურეკსა და ოზურგეთამდე; ბახმარომდე ჩოხატაურიდან 50-იოდე კმ დაკლაკნილი მთის გზაა.
სად დავრჩეთ: ურეკსა და შეკვეთილში — სასტუმროები და გესტჰაუსები ზღვასთან; ბახმაროში — ხის კოტეჯები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — ქურთუკი და წვიმის ქურთუკი, ღამით ცივა; ზღვაზე — მზის კრემი.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი კარგია, ბახმაროსა და მთის სოფლებში — არასტაბილური.