national delicacy

2 დღიანი ჯიპ-ტური ვაშლოვანში

  • ID: 52123
  • ნახვები: 5809
complogo
კულტურის პოპულარიზაციის ცენტრი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/06/19
    დაბრუნება
    • 02/06/19
დამატებითი ინფორმაცია

ვაშლოვანის ეროვნული პარკი და ნაკრძალი გამორჩეულია თავისი სილამაზით, ვაშლოვანში ჩვენ მოვინახულებთ ულამაზეს ლანდშაფთებსა და ბუნების საოცარ ძეგლებს.
ასევე ჩავალთ პანტიშარაში სადაც ვნახავთ მერცხლების უზარმაზარ, კლდეზე შეფენილ, ქალაქსა და გადავხედავთ ულამაზეს ლანდშაფტს, რომელიც ძალიან ჰგავს აფრიკას.

ტურის აღწერა:

I დღე - 06:45 საათზე ვიკრიბებით თბილისში სასტუმრო რედისონის წინ და 07:00 საათზე გავდივართ დედოფლისწყაროკენ, ვიზიტორთა ცენტრში გავივლით რეგისტრაციას და გავემგზავრებით ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მოსანახულებლად.
გზად ვნახავთ ულამაზეს კლდოვან ალესილებს სადაც შეიძლება დავაკვირდეთ ფრინველებს (სვავი, ორბი) და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის ულამაზეს ხედებს. მოვინახულებთ დათვის ხევს ხეობით და სპილოს ძვლის ნაშთებით.
საღამოს დავბანაკდებით, კომფორტულ ბუნგალოებში. მდინარე ალაზანში მსურველები შეძლებენ თევზაობას და გავატარებთ ულამაზეს და დაუვიწყარ საღამოს.

II დღე - ვისაუზმებთ და გავემგზავრებით ტახტი ტეფას ბილიკის და ივრის წყალსაცავის სანახავად.
აგრეთვე მოვინახულებთ: ელია წინასწარმეტყველის სახელობის მონასტერს , ხორნაბუჯის ციხეს, არწივის ხეობას და
გამოვემართებით თბილისისკენ.
ტური დასრულდება სოფელ კაჭრეთში სადაც შევალთ რესტორანში და კახურ კერძებსაც დავაგემოვნებთ!

ტურის ფასია: 145 ლარი
ტურში შედის: ტრანსპორტი (მაღალი გამავლობის მანქანები)
მძღოლი-გიდი, ღამისთევა ბუნგალოში; ყავა , ჩაი და ერთჯერადი ჭურჭელი.
ტურის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით : 593 527353; 551 600844
599 206092

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე145.00
კულტურის პოპულარიზაციის ცენტრი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/06/19
    დაბრუნება
    • 02/06/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა