ტური სვანეთში
ფოტო: Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტური მოიცავს 6-7 პერსონას
I დღე:
თბილისიდან გასვლა 00:30 სთ-ზე.
დილით 9:30 სთ -ზე ვიქნებით სოფელ ბეჩოში. ცოტას დავისვენებთ, ვიპიკნიკებთ და დავიწყებთ ტურს.
(უშგული)
უღვირის უღელტეხილი (ხედები უშბაზე)
კვირიკეს ეკლესია - ფეხით 2 კმ. (კვირიკობის დღესასწაული)
სიყვარულის კოშკი
უშგული (ეთნოგრაფიული მუზეუმი)
ლამარია მე-9-10 სს. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. ხედები შხარაზე
II დღე:
ჰაწვალი (საბაგიროთი ასვლა და ხედები უშბაზე)
ჰეშკილის ქოხები
მიხეილ ხერგიანის სახელობის მუზეუმი
მარგიანების კოშკი და მუზეუმი
3 დღე:
ქორულდის ტბები ( დელიკებით ასვლა ). ასევე მოვინახულებთ ჩახის ტბას იგივე ანგელოზის ტბას, რომელსაც საქართველოს რუკის ფორმა აქვს.
მესტიის ეროვნული მუზეუმი
ლატალის იონა წინასწარმეტყველის ტაძარი მე-16 ს
ლატალის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი მე-10 ს.
ენგურის ხეობა და წყალსაცავი
ზაფხულისთვის თეთნულდის საბაგიროები თუ იმუშავებს ავალთ თეთნულდზეც.
დაბინავება
მუზეუმებში შესვლა, ჰაწვალის საბაგირო, შხარაზე და ქორულდის ტბებზე დელიკით წამოსვლა სურვილისამებრ
- მესტიის ეროვნული მუზეუმი -
- ხერგიანის მუზეუმი -
- მარგიანების კოშკი -
- ჰაწვალის საბაგიროს ბილეთი -
- უშგული (ეთნოგრაფიული მუზეუმი) -
- ქორულდის ტბებზე დელიკებით ასვლის საფასური ერთ პერსონაზე .
- ჯიპ-ტური შხარასკენ - ერთ პერსონაზე
წამოიღეთ ფანდური, გიტარა, სალამური. სიმღერა და ცეკვა ვიცით ყველამ.
ჩვენს საოჯახო სასტუმროს აქვს დიდი ეზო. ტურის შემდეგ საღამოობით ვითამაშებთ თამაშებს: ბურთი, ბადმინტონი და ა.შ.
p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.