ერთ დღიანია ექსკურსია სიღნაღში
ფოტო: Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Max Benidze · CC BY-SA 2.0; George Nikoladze · Public domain · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
კახური ფარადაგივით ათასფერად ალივლივებული სიყვარულის ქალაქი, გასნაკუთრებული თავისი ადგილმდებარეობითა და არქიტეკტურული ძეგლებით, მოჩუქურთმებული აივნებით, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს და ყოველ ვიზიტზე მეტად და მეტად აყვარებს თავს .
დეტალები:
????მარშრუტი: თბილისი – სიღნაღი-ბოდბე – თბილისი
სატრანსპორტო საშუალება: კომფორტული მიკროავტობუსი
ხანგრძლივობა: 1 დღე
????ტურის სახეობა- სათავგადასავლო-შემეცნებითი
შეხვედრისა და გასვლის ადგილი / დრო: 08:00 სთ / სასტუმრო რედისონის ტერიტორია. ვიკრიბებით ველოსიპედთან.
მოსანახულებელი ადგილები:
სიღნაღი სიყვარულის ქალაქი
სიღნაღის ციხე-გალავანი
ნიკო ფიროსმანის მუზეუმი
ბოდბის მონასტერი
წმ. ნინოს სასწაულმოქმედი წყარო
????გასათვალისწინებელი საკითხები :
შეკრების ადგილას არ ვაგვიანებთ.
მუზეუმში შესვლა ფასიანია
ორგანიზატორის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვიხსნით პასუხისმგებლობას.
არ შედის:
კვება
????
????
თანხას ვრიცხავთ წინასწარ შემდეგ ანაგარიშის ნომერზე:
დაჯავშნა მოხდება დარეკვის ან ჩარიცხვის შემდეგ.
????გაითვალისწინეთ, გადმორიცხული თანხა 2 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება.
????ტურის დაგეგმვა და ორგანიზება შესაძლებელია ასევე თქვენი სურვილისამებრ, ნებისმიერი მიმართულებით, ნებისმიერი რაოდენობის მგზავრებისათვის, როგორც საკუთარი მოქალაქეების ასევე ტურისტებისათვის.
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.