ზღაპრული სვანეთი- მაისი
ფოტო: Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ვიწყებთ სვანეთის ტურებს (მესტია+უშგული)
ტურის პროგრამა:
პირველი დღე:
მესტიაში ჩასვლა
სასტუმროში განთავსება-დასვენება (სასტუმრო მდებარეობს მესტიაში და არის საოჯახო ტიპის)
* მ.ხერგიანის სახლ-მუზეუმი
* ჰაწვალი
* მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი
* მჟავე წყლები
* საღამოს მესტიის ქუჩებში გასეირნება
* საღამოს სასტუმროს ეზოში სურვილისამებრ ერთად ვაწყობთ ვახშამს ( შევწვავთ მწვადს და დავაგემოვნებთ სვანურ კუბდარს)
მეორე დღე:
დილით გავემართებით უშგულისკენ,გზად შევივლით წმ.კვირიკეს სახელობის ტაძარში სოფელ კალაში . დავათვალიერებთ უშგულის ღირსშესანიშნაობებს (უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი-თამარის ციხე-ლამარიას ტაძარი) სიყვარულის კოშკი. საღამოს დავბრუნდებით მესტიაში.
მესამე დღე:
*სოფელი ლატალი (ლატალის იოანა წინასწარმეტყველის ეკლესია)
* ენგურის წყალსაცავი
* ზუგდიდი (დადიანების სასახლე)
* დაბრუნება თბილისში 23:30 საათზე
????მარშრუტის სირთულე:მარტივი.
????ფეხით გასავლელი ჯამში 6.5 კმ.
????თანხის ჩარიცხვა და რეგისტრაცია ხდება წინასწარ.ტურიდან ხუთი დღით ადრე ამოწერის შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება!(ტური რომ არ ჩაიშალოს).
????ტრანსპორტირება თბილისი-მესტია-უშგული-ზუგდიდი-თბილისი (კომფორტული მიკრო ავტობუსი, გამოცდილი მძღოლი)
????კომპანიიდან გამყოლი.
????განთავსება საოჯახო სასტუმროში 2 ღამე(2-3-4 ადგილიან ნომრებში)
???? ფოტოგადაღება
(არაპროფესიონალური).
დამატებითი ხარჯები: მუზეუმების და საბაგიროს ბილეთები().
გასვლა
ქ. თბილისი მარჯანიშვილის მოედნიდან
????ვიკრიბებით 00:30
????გავდივართ 01:00
დაბრუნება 23:00
????დაგვიანებულებს მხოლოს 10 წუთი დაველოდებით
????კვება
- მოგვაქვს ინდივიდუალურად ( შესაძლებელია სასტუმროში მომზადება )
სურვილის შემთხვევაში საღამოს კოცონთან ვიკრიბებით.
აუცილებლად გასათვალისწინებელი
არ ვანავგვიანებთ გარემოს, არ ვიგვიანებთ, ნასვამ მდგომარეობაში არ მოვდივართ(ზომიერად დავლევთ ყველა ერთად სურვილის შემთხვევაში).არ ვსვავთ კითხვებს: მალე მივალთ გზა როგორია უკან როდის წამოვალთ და ა.შ....(ვისაც ეჩქარება დარჩეს სახლში).ვასრულებთ გამყოლის მითითებებს წინააღმდეგ შემთხვევაში გამყოლი იხსნის პასუხისმგებლობას!
რა ჩავიცვა??? (რაშიც კომფორტულად ხართ).
P.S ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.
???? შალვა!
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.