მოირონინე დაშბაშის კანიონი
ფოტო: Giorgimailo · CC BY-SA 4.0; Diaoha · CC BY-SA 3.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 08:45 სთ
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი
მოსანახულებელი ადგილები:
1. მანგლისის სიონი - თავდაპირველად ამ ადგილზე ეკლესია საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე აშენდა, დღევანდელი სახე კი მე-11 საუკუნეში მიიღო.
2. წალკის წყალსაცავი - სარკის ფართობით საქართველოს უდიდესი წყალსაცავი, ზღვის დონიდან 1506 მ სიმაღლეზე, მდინარე ხრამის ხეობაში. სარკის ფართობი 33,7 კმ².
3. სოფელ დაშბაშის წმ. გიორგის ეკლესია - წარწერის მიხედვით, X-XI სს. მიჯნაზე თრიალეთის ერისთავთ-ერისთავის რატის დაკვეთით აუგიათ.
4. დაშბაშის კანიონი - წარმოადგენს მდ. ქციის (ხრამის) მიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას.
ფეხით გასავლელი მანძილი: 3 კმ.
მარშრუტის სირთულე: მარტივი
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა
.
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
ტურზე გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება
საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად, ვიკვებებით ერთად )
რა ჩავიცვა?!
რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ
წამოიღეთ საწვიმარი ყოველი შემთხვევისთვის.
აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!
ტური რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი
ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ: გიორგი
ქვემო ქართლი — რა ტურებს გთავაზობთ
ქვემო ქართლში ტური ჩვეულებრივ ერთდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი და მარშრუტი დმანისი–ბოლნისი ან წალკა–დაშბაში; სურვილის შემთხვევაში ღამისთევას მანგლისში ან წალკაში დავამატებთ. თარიღი შეგვატყობინეთ და ჯგუფს ან ინდივიდუალურ გასვლას მოვაწყობთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: დაბლობში 20–26°, წალკისა და დმანისის ზეგანზე უფრო გრილა.
ივლისი–აგვისტოში მარნეულისა და ბოლნისის ველზე 33–35°-ია, ამიტომ სჯობს წალკის ზეგანი (1500 მ-მდე) და ალგეთის ტყეები — იქ ზაფხულშიც გრილა.
ზამთარში წალკასა და თეთრიწყაროს ზეგანზე ცივა და თოვლი დევს; ბოლნისი და დმანისი ამ დროსაც მისაწვდომია, მაგრამ დღე მოკლეა.
რა ვნახოთ
- დმანისი — შუა საუკუნეების ნაქალაქარი და არქეოლოგიური ძეგლი, სადაც 1,8 მილიონი წლის ჰომინიდების ნაშთები აღმოაჩინეს; ადგილზე მუზეუმი და ღია გათხრებია
- ბოლნისის სიონი — V საუკუნის ბაზილიკა, რომელსაც ქართული ასომთავრულის ერთ-ერთი უძველესი წარწერა ამშვენებს
- დაშბაშის კანიონი — წალკის მახლობლად, ჩანჩქერებით და „ბრილიანტის ხიდით“ — შუშის იატაკიანი ნაგებობით კანიონის თავზე
- ბირთვისის კანიონი — კლდოვანი ხეობა და შუა საუკუნეების ციხის ნაშთები; ბილიკი 2–3 საათისაა, თბილისიდან საათამდე სავალზე
- ალგეთის ეროვნული პარკი — ნაძვისა და სოჭის ტყე მანგლისის ზემოთ, ბილიკები და პიკნიკის ადგილები
- მანგლისი — ძველი კურორტი ფიჭვნარით და XI საუკუნის ტაძრით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან რუსთავამდე 25 კმ-ია, ბოლნისამდე — დაახლოებით 60 კმ (1 საათი), დმანისამდე — 90 კმ-მდე (1,5 საათი), დაშბაშის კანიონამდე — 90–100 კმ (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები ბოლნისში, მარნეულსა და დმანისში ძირითადად სამგორისა და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მანგლისსა და წალკაში — დიდუბიდან.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: რეგიონის ადგილების უმეტესობა თბილისიდან ერთდღიან გასვლაზეა; წალკისკენ — მანგლისისა და თეთრიწყაროს გზით, დმანისისა და ბოლნისისკენ — მარნეულის ტრასით.
სად დავრჩეთ: მანგლისსა და წალკაში — სასტუმროები და კოტეჯები, ბირთვისთან და ალგეთთან — საოჯახო გესტჰაუსები; თბილისთან სიახლოვის გამო ბევრი ღამისთევის გარეშე მიდის.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი კანიონებისთვის, ქუდი და წყალი ზაფხულში, თბილი ზედა წალკაზე.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და მთავარ გზებზე კარგად მუშაობს, კანიონებში ადგილ-ადგილ წყდება.