კვირას მაისს ერთდღიანი ტური სამცხე-ჯავახეთში
ფოტო: I kynitsky · CC BY-SA 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0; Jelger Groeneveld · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
იმოგზაურე ისტორიულ და ულამაზეს სამცხე-ჯავახეთში
მოსანახულებელი ადგილები:
მწვანე მონასტერი
ვარძია
რაბათის ციხე
საფარის მონასტერი
????მარშუტის სირთულე:მარტივი.
????ფეხით გასავლელი ჯამში 2 კმ.
????თანხის ჩარიცხვა და რეგისტრაცია ხდება წინასწარ.ტურიდან ორი დღით ადრე ამოწერის შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება!(ტური რომ არ ჩაიშალოს).
????ტრანსპორტირება (კომფორტული მიკრო ავტობუსი, გამოცდილი მძღოლი)
????კომპანიიდან გამყოლი.
???? ფოტოგადაღება
(არაპროფესიონალური).
დამატებითი ხარჯები:
რაბათის ციხის ბილეთი-
ვარძიის ბილეთი-
გასვლა
ქ. თბილისი მარჯანიშვილის მოედნიდან
????ვიკრიბებით 07:00
????გავდივართ 07:30
დაბრუნება 23:00
????დაგვიანებულებს მხოლოს 10 წუთი დაველოდებით
????კვება
- მოგვაქვს ინდივიდუალურად ( ერთი დღის სამყოფი )
სურვილის შემთხვევაში საღამოს ვაწყობთ პიკნიკს.
აუცილებლად გასათვალისწინებელი
არ ვანავგვიანებთ გარემოს, არ ვიგვიანებთ, ნასვამ მდგომარეობაში არ მოვდივართ(ზომიერად დავლევთ ყველა ერთად სურვილის შემთხვევაში).არ ვსვავთ კითხვებს: მალე მივალთ გზა როგორია უკან როდის წამოვალთ და ა.შ....(ვისაც ეჩქარება დარჩეს სახლში).ვასრულებთ გამყოლის მითითებებს წინააღმდეგ შემთხვევაში გამყოლი იხსნის პასუხისმგებლობას!
რა ჩავიცვა??? (რაშიც კომფორტულად ხართ).
P.S ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.
???? შალვა
სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.
რა ვნახოთ
- ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
- რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
- ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
- ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
- საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
- ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.