national delicacy

გიორგობა - ჰერეთი (საინგილო), 6 მაისი

  • ID: 51347
  • ნახვები: 5913
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 06/05/19
    დაბრუნება
    • 06/05/19
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" გიორგობას ჰერეთში მიემგზავრება და იქ ხვდება ქურმუხობის დღესასწაულს. ამ დროს აქ უამრავი მომლოცველი ჩადის, როგორც ქრისტიანი, ისე – მაჰმადიანი. ისინი ტაძრამდე მისასვლელ ბილიკს ფეხით მიუყვებიან და სალოცავს სურვილების ასრულებას სთხოვენ. მომლოცველები ტაძარს მამალს სწირავენ, რაც ლეგენდასთანაა დაკავშირებული (იხ. ქვემოთ). ქურმუხის წმ. გიორგის ტაძარი მდინარე ქურმუხისწყლის ხეობაში, კლდის ქიმზე დგას. ადამიანი რომ ქურმუხზე მოხვდება, ის ბუნების ლანდშაფტურ ცვალებადობასაც შენიშნავს. ამ დღეს ქურმუხის ეკლესიის მოლოცვა დიდი მადლია. ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის ეპისკოპოსი და სხვა სასულიერო პირები პარაკლისს აღასრულებენ. ეწყობა სახალხო ღონისძიებებიც, იმართება ჭიდაობა და უამრავი ადამიანი ზეიმობს.

ტურის ფარგლებში მოვინახულებთ:

1. თამარის ხიდი - ილისუ, კახის რაიონი. მდინარე ქურმუხზე არსებული თამარის ხიდი, რომელიც ზუსტი ანალოგია საქართველოში არსებული მსგავსი ხიდებისა.
2. კახის წმ. გიორგის ეკლესია - მე-18-19 საუკუნეები. აგებულია წმიდა გიორგის ძველი საყდრის ადგილზე.
3. კახის პატარა ალავერდი - მე-19 საუკუნე. აგებულია ძველი უგუმბათო ბაზილიკური ეკლესიის ადგილზე.
4. ქურმუხის წმ. გიორგის ტაძარი - მე-19 საუკუნე. აგებულია ძველი ეკლესიის (მე-13-14-საუკუნეები) ადგილზე.
5. დიდი ალათემურის წმ. სამების ეკლესია - მე-9-10 საუკუნეები.
6. ალიბეგლოს წმ. ნინოს ეკლესია - მე-19 საუკუნე.

✔ 6 მაისი, ორშაბათი
✔ ტურის ღირებულება: 45 ლარი

⚠️⚠️⚠️ ტურზე წამომსვლელმა აუცილებლად უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი (პირადობის მოწმობით საზღვარს ვერ გადაკვეთთ).

ფეხით სასიარულო: მხოლოდ ქურმუხის ეკლესიაზე ჯამში 1.5კმ მარტივი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 03:45 სთ. გავდივართ 04:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიანი მგზავრობას. ❤

---------------------------------------------------------------------------
ქურმუხის ტაძარს რამდენიმე ლეგენდა უკავშირდება:
“ძველად ჰერეთში მცხოვრებ სახელოვან ვაჟკაცს ასლან-ლომი ხალხმა სიმამაცის გამო შეარქვა. მოადგებოდა თუ არა მტრის ჯარი ქურმუხის ვიწრო ხეობას, ასლანი იმწამსვე გაჩნდებოდა თავისი რაზმით და დააწიოკებდა. ასლანს მზეთუნახავი ასული მთელი დღე კოშკში ჰყავდა ჩაკეტილი, მტერს რომ არ მოეტაცა. მზეთუნახავი მხოლოდ ღამე გამოდიოდა გარეთ, მთვარის შუქზე გაშლიდა დალალებს და იწყებდა თმის ვარცხნას.
მზეთუნახავს ერთი მამალი ჰყავდა. ამ მამალს ბიბილო, ნისკარტი, კუდი და დეზები ოქროსი ჰქონდა. მთელი დღე-ღამის განმავლობაში თვლემდა, მაგრამ მტერი რომ მიუახლოვდება საზღვარს, მამალი იღვიძებდა და მოჰყვებოდა ყივილს… ხმაზე ხალხი გროვდებოდა და მიდიოდა მტრის დასახვედრად.
ერთხელ ხალხს ღრეობის შემდეგ ღრმა ძილით დაეძინა. მათ მამლის ყივილი ვერ გაიგეს, მტრის ჯარი ადვილად გადმოსცდა საზღვარს და ქვეყანა ააოხრა. მამალი ქურმუხთანასლანსაც მკვდარივით ჩასძინებოდა თავისი კოშკის ზღრუბლზე. მტრის ჯარისკაცებმა მიაგნეს და თავი მოჰკვეთეს მძინარეს. კოშკი გატეხეს და მზეთუნახავი იხილეს, რომლის სახეც სხივებს აფრქვევდა. გადაწყვიტეს მისი ტყვედ წაყვანა, რათა მეფისთვის მიეყვანათ საჩუქრად.
ქალმა მოემრებს სთხოვა, მისთვის მცირე დრო მიეცათ, აღთქმა შეესრულებინა ქურმუხის წმიდა გიორგის სახელზე და თავისი მამალი შეეწირა. მეომრების დასტურის შემდეგ მზეთუნახავმა მამალი კალთაში გამოიხვია და ქურმუხის წმიდა გიორგის საყდრის ვიწრო ბილიკს შეუყვა. საყდარს რომ მიაღწია, ირგვლივ ვერავინ დაინახა. მზეთუნახავმა მღვიმეს შეავლო თვალი.
– ნეტავ ახლა ეს მღვიმე გაიხსნას და ჩამიტანოსო, – ინატრა მან და ის იყო მამალი უნდა გაეფრინა და თვითონ კლდიდან გადაშვებულიყო, რომ ქურმუხის წმიდა გიორგის საყდრის ქვეშ მღვიმე გაიხსნა. მზეთუნახავი და მისი ოქროს მამალი შიგნით შეიმალნენ და მღვიმის კარებიც მაშინვე მიიხურა. მეომრები ქვევით უცდიდნენ მზეთუნახავს. უჩუმრად გამოჰყოლოდნენ თურმე ფეხდაფეხ, დიდხანს უცადეს, ბევრი ეძებეს, მაგრამ ვერსად აღმოაჩინეს. შემდეგ მიანგრ-მოანგრიეს ქურმუხის წმიდა გიორგის საყდარი და განრისხებულები დაბრუნდნენ უკან.
– თუ ჩვენ გადავურჩით მტრის ურდოებს და დღემდე მოვიტანეთ ჩვენი ერის სიწმინდე, ეს მზეთუნახავი ქალის წყალობით არისო, – ამბობენ ჰერეთში და თან დასძენენ: დღესაც შუაღამე რომ გახდება, მღვიმის კარები იღება, ოქროს მამალი გამოფრინდება და ყივილს იწყებსო. მთელი საინგილოს მამლები აჰყვებიან ოქროს მამალს და აყივლდებიან, ხოლო მზეთუნახავი ამ დროს ქვის დიდ ლოდზე ზის და მთვარის შუქზე დალალებს ივარცხნისო”

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე45.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 06/05/19
    დაბრუნება
    • 06/05/19