national delicacy

3 დღიანი ტური სვანეთში – თბილისი – მესტია – უშგული

  • ID: 5090
  • ნახვები: 21620
complogo
newphone
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

ტურის სახეობა: კულტურულ შემეცნებითი, სათავგადასავლო;
სატრანსპორტო საშუალება: JEEP Mitsubishi Delica ამ მიკრო-ავტობუსი;
კვება: სამჯერადი (გზის კვების გარდა);
განთავსება: საოჯახო ტიპის სასტუმრო;
ტურის ხანგძლიობა: 2 ღამე / 3 დღე;
მანძილი: ერთი მიმართულებით 540 კმ.

ტურის დეტალური აღწერა

პირველი დღე: თბილისი - ზუგდიდი - ენგურის წყალსაცავი - ლატალი - მესტია
პირველ დღეს ვნახავთ: დადიანების სასახლე ზუგდიდში, მესტია, მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხერგიანების მუზეუმი, სათხილამურო საბაგირო მესტიაში (ჰაწვალის მთა).
06:00 გასვლა თბილისიდან სვანეთს მიმართულებით;
12:00 დადიანების მუზეუმი ზუგდიდში.
14:00 სადილი ენგურის წყალსაცავზე;
17:00 - 19:00 სოფელი ლატალი. მაცხოვრისა და მთავარანგელოზის ტაძრები სოფ. ლატალში. მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხერგიანების მუზეუმი, სათხილამურო საბაგირო მესტიაში (ჰაწვალის მთა)
20:00 მესტია. დაბინავება სასტუმროში. ვახშამი. ღამისთევა.

მეორე დღე: მესტია - უშგული - მესტია
მეორე დღეს ვნახავთ: სიყვარულის კოშკი, უშგული, უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი, თამარ მეფის საზამთრო და საზაფხულო კოშკები, ლამარიას ციხე-კოშკი.
07:00 საუზმე სასტუმროში;
08:00 გამგზავრება უშგულის მიმართულებით;
10:00 გზად სოფელ იფართან შეგვხვდება ე.წ. ქვაზე აშენებული სიყვარულის კოშკი;
12:00 უშგული (აქ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ცხენების ქირაობა 50 ლარად).
16:00 სოფელი კალა სადაც თუ საკმარისი დრო იქნა ვნახავთ ლაგურკის ანუ წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიას (XII ს - ის მხატვრობა).
19:00 დაბრუნება მესტიაში. ვახშამი. ღამისთევა. (ფეხით სავალი მონაკვეთი: უშგულში 500 მეტრი.)

მესამე დღე: მესტია - მარტვილი - თბილისი
მესამე დღეს ვნახავთ: მესტია, მარტვილის კანიონები.
07:00 საუზმე სასტუმროში;
08:00 გამომგზავრება თბილისისკენ.
13:00 ნავებით გასეირნება მარტვილის კანიონებში;
21:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ფასი: 340 ლარი/1 კაცზე

ღირებულებაში შედის:

  • ტრანპორტირება კომფორტული ჯიპით Mistubishi Delica 4X4;
  • ღამისთევა საოჯახო ტიპის სასტუმროში 2 ღამე;
  • სამჯერადი კვება (გზის კვების გარდა);
  • ინგლისური და რუსულენოვანი გიდის მომსახურეობა;
  • ნავების გადასახადი მარტვილში;
  • ჰაწვალის საბაგიროთი ასასვლელი ბილეთი;
  • მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები;

ღირებულებაში არ შედის:

  • ალკოჰოლური სასმელი

დამატებითი ინფორმაცია

  • ტურში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 7 კაცს.მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.
  • ჯიპის გარდა სხვა მანქანით უშგულში ასვლა შეუძლებელია გზების მდგომარეობიდან გამომდინარე.
  • კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი - სვანეთი - თბილისი 1200 კმ.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე145.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00