ატმის ყვავილობა < გრემი / ნეკრესი / ზეგაანი
ფოტო: Max Benidze · CC BY-SA 2.0; George Nikoladze · Public domain; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
აგერ მევდა გაზაფხული ხალასი ფერები ფერადი ყვავილები, დროა შენს ფოტოებს კიდევ ბევრი ლამაზი ფოტო დაამატო,
ამაში კი ჩვენ დაგეხმარებით,
_________________________________________________
#MyCamp_7_აპრილს გთავაზობთ ერთ დღიან ტურს
_________________________________________________
სეზონის ულამაზეს გასეირნებას რომელსაც #ატმის_ყვავილობა დავარქვით ;-)
_________________________________________________
მოდი მოდი მოდი მოდიიი
მოდი მოდი #მოდი_აქააა :)
_________________________________________________
აუწიე და გამორთე კაი მუსიკაა
_________________________________________________
შეკრების ადგილი:
Ⓜ დიდუბე ზედა ამოსასვლელი:
⌚ შეკრების დრო: 07:30
⌚ გასვლა დრო : 08:00
⏳ ლოდინი : 13 წუთი
⌚ ჩამოსვლის დრო 23:00/00:00 მდე
_________________________________________________
არშრუტი:
თბილისი
ორთაჭალა
გრემი
ნეკრესი
თბილისი
_________________________________________________
⏬სანახავი ობიექტები:
ორთაჭალის ფრესკო
გრემის ტაძარი
ილიას ტ(პ)ა ;)
ნეკრესი (სამონ. კომპლ) ზეგაანის (სამონ. კომპლ)
_________________________________________________
ფეხით გასავლელი მანძილი:
3-4კმ
სირთულე:
მარტივი
_________________________________________________
სასურველი ნივთები:
მოსახერხებელი ტანსაცმელი
ქუდი თავყურდასაცავად
სათადარიგო
საწვიმარი
ცოტა კონიაკი
სათვალე წყალი სნო :D
_________________________________________________
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში (განსაკუთრებული უამინდობის გარდა , -20 ℃ , ℃ ;-) )
_________________________________________________
_________________________________________________
ტრანსპორტირება
ტურის ორგანიზება
თვითი & გიფი ნოესთან
ხალასი ამბები
ფოტო გადაღება
_________________________________________________
კვება
_________________________________________________
100% ჩასაწერად საჭიროა თანხის ჩარიცხვა ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე
საქართველოს ბანკი:
პირადი ნომერი 12
მიმღები: ნოე კუპატაძე
_________________________________________________
ჩარიცხვის შემდეგ აუცილებლად მომწერეთ ქვემოთ მითითებულ ნომერზე წამომსვლელის:
სახელი- - - - - - - - - -
გვარი - - - - - - - - - - -
_________________________________________________
ტურის მონაწილე ვალდებულია:
არ მოწიოს ტრანსპორტში
არ დავაბინძუროთ გარემო
ვუჯერებთ ორგანიზატორს
_________________________________________________
გასვლამდე 3 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება !
_________________________________________________
თუ სახლიდან გამოსვლისას შეამჩნიე რო დაგრჩა ნუ ინერვიულებ მაინც არ დაგჭირდება
_________________________________________________
_________________________________________________
_________________________________________________
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.