უცნობი ყვარელი
ფოტო: Max Benidze · CC BY-SA 2.0; George Nikoladze · Public domain; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტურზე ავალთ მთა კუდიგორაზე და ვიხილავთ ბურსისა და დურუჯის ხეობების ულამაზესი მთების ხედებს, ზევიდან გადმოვხედავთ ილიას ტბასა და ყვარელს. ასევე ვიხილავთ ტყეში მიმალულ ბუმბერაზ ტაძრებს.
1. ზიარის ტბა.
2. კუდიგორა - კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთა. ხედები ილიას ტბასა და ყვარელზე. ავდივართ წარწერაზე "მე კახეთი", რომელიც ილიას ტბიდან ყველას შეგინიშნავთ.
3. ილიას ტბა.
4. ყვარლის გვირაბი -მეღვინეობა ,,ხარება" - ქარხნის და მარნის დათვალიერება, ღვინის დეგუსტაცია.
5. არეშის ბაზილიკა - მე-5 ს.
6. ახალსოფელი - ძველი გავაზის ღვთისმშობელი - მე-6 ს.
7. ახალსოფელი - თავწმინდა გიორგის ეკლესია - მე-9-10 ს.ს.მდებარეობს ტყეში გორაზე, ულამაზეს ადგილას.
8. ახალსოფელი - წმ.გიორგის სალოცავი და ნიში.
ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
( გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში.
ფეხით სასიარულო ერთი გზა: კუდიგორაზე - 1კმ აღმართი, თავწმინდა გიორგიზე - 0.5 კმ აღმართი ტყის ბილიკზე.
???? გამყოლი.
???? მგზავრობა მიკროავტობუსით.
???? ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).
ყვარლის გვირაბი -მეღვინეობა ,,ხარება" - ქარხნის და მარნის დათვალიერება გიდთან ერთად - .
ხოლო ღვინის დეგუსტაცია, ქარხნის და მარნის დათვალიერება გიდთან ერთად . დეგუსტაცია მოიცავს
2 სახეობის ღვინის დაგემოვნებას.
ანი
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.