national delicacy

სამშვილდის ნაქალაქარი

  • ID: 50375
  • ნახვები: 3690
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 31/03/19
    დაბრუნება
    • 31/03/19
დამატებითი ინფორმაცია

♥ მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი 31 მარტს, კვირას გთავაზობთ ერთდღიან სალაშქრო-შემეცნებით-სათავგადასავლო ტურს ქვემო ქართლში, სამშვილდის მოსანახულებლად.

სამშვილდე ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქია საქართველოში, ახლანდელი სოფელ სამშვილდის მახლობლად, ისტორიულ ქვემო ქართლში. ციხე-ქალაქი შემორჩენილია ნანგრევების სახით. ქალაქისათვის შერჩეული იყო მდინარე ჭივჭავისა და ხრამის შესართავში მდებარე ბუნებრივად გამაგრებული კონცხი, რომლის ორ მხარეს კლდოვანი, შვეული ხრამებია, მესამე მხარეს მას გალავანი შემოუყვება. შემოიკრიბეთ მეგობრები და შემოგვიერთდით ...
For English description please scroll dawn>>>

♥შეხვედრის დრო და ადგილი: 31 მარტი. კვირა დილის 08:00 საათი, მეტრო რუსთაველი, შოთა რუსთაველის ძეგლთან, მაკდონალდსის წინ.

♥ფეხით გასავლელი მანძილი: დაახლ. 13 კმ.

♥ღირებულება : 25 ლარი (ჩვენი ფონდის +1 მინიმუმის ჩათვლით)
>>>https://www.youtube.com/watch?v=u9I-vJdTNX4

♥ფასში შედის:
მგზავრობა მიკროავტობუსით
კვალიფიციური გიდის მომსახურება
ლაშქრობის ინსტრუქტორის მომსახურება
ფოტოგადაღება
გათამაშება

♥ფინანსური მხარე:
______________
იმისათვის ,რომ დარეგისტრირდეთ და დაიკავოთ თქვენი ადგილი, საჭიროა მოგვწეროთ გვერდის პირად გზავნილებში თქვენი სახელი, გვარი, მობ. ნომერი და ტურის ღირებულების თანხა ჩარიცხოთ ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე

საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: 375407600GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG0000000375407600GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში:
12001090962
მიმღები: ლელა წიკლაური
დანიშნულება: სამშვილდე
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს მესიჯით , ვინახავთ ჩეკს
593 22 57 20 ♥

☛ გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, სამი დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება. ასევე გასვლის წინა ღამეს ტურზე ვერავის დავამატებთ.
✖თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია: ♥


♥რა ჩავიცვათ?
სალაშქრო ან სპორტული ფეხსაცმელი და ტანისამოსი.

♥რა წავიღოთ?
ერთი დღის სამყოფი საკვები, 1 ლიტრი წყალი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, ქუდი, პირადი არაერთჯერადი ჭურჭელი, თუ ვინმე უკრავთ და მღერით, წამოიღეთ შესაბამისი ინსტრუმენტი♫ :) ♥

♥რას ვნახავთ?
ღირშესანიშნაობები:
სამშვილდის ძველი ხიდი
პირღებულის მონასტერი
გაზაფხულის ქვემო ქართლის ტყე
სამშვილდის ნაქალაქარი უამრავი ძეგლითურთ (წმ.გიორგის ტაძარი,მიძინების ტაძარი, სამშვილდის მენჰირი, ტეტრალითი,თეოგენიდა,სასახლეების და ნასახლარების ნაშთები,სამშვილდის ციტადელი,აბანანო,სამნავიანი ბაზილიკა,სამშვილდის სიონი, წმ.თევდორეს ეკლესია, წყლის ავზები,პალატი და პალატის ეკლესია, საინტერესო საფლავის ქვები და ძველი ქუჩები)
ჭივჭავისა და ხრამის კანიონი.
სამშვილდის კონცხი.

♥ტურის მოკლე აღწერილობა:
ჩავალთ სოფელ სამშვილდეში, და გავუყვებით ფეხით პირღებულის მონასტრისკენ, მისი მონახულების შემდეგ, გამოვემართებით სამშვილდის ნაქალაქარზე, მოვინახულებთ იქ არსებულ ყველა ძეგლს და გავეცნობით მათ ..ტურის ბოლოს ვიპიკნიკებთ ერთობლივად კოცონთან და გავუზიარებთ ერთმანეთს მიღებულ შთაბეჭდილებებს ♥

★საინტერესო და საჭირო ინფორმაცია ჩვენი აქციების შესახებ:

1. დედაშვილი, მამაშვილი , და-ძმა ან ცოლ-ქმარი , დები, ძმები. (2 პიროვნება ოჯახიდან) მიიღებს 20% ფასდაკლებას
2. ოჯახიდან სამი წევრი მიიღებს 3 - 1. ანუ სამი კაცი ორის ფასად
3. წამოიყვანე 5 პიროვნება ტურზე და შენ წამოდი უფასოდ.
4. მოლაშქრეთა კლუბ "ფენიქსის" წყვილები, რომლებიც შექმნიან ოჯახს და ივლიან ჩვენთან კვლავ, მიიღებენ ორ საგზურს ერთის ფასად.
5. ხუთი გასვლის შემდეგ მიიღებთ პრიზს კლუბისგან ♥

ასეთი შემთხვევების მქონენი წინასწარ შემეხმიანეთ ხოლმე პირადში ვიდრე ტურზე ჩაეწერებით.

იმისთვის , რომ ჩვენი ლაშქრობა იყოს სრულყოფილი, ჩვენ გვაქვს რამდენიმე წესი, რომელსაც ვიცავთ ყველა ! ♥

☛ არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!! (პირიქით, რასაც შევძლებთ ვაგროვებთ და მოგვაქვს)
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე ,არ ვქადაგებთ ან ვამტკიცებთ რაიმეს, ან შეურაწყოფას ვაყენებთ სხვა სარწმუნოების მქონე პირებს) , რათა თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება ჯგუფში
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვწუწუნებთ და არ ვუქმნით სხვას დისკომფორტს!!!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში... ♥

▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........ ♥

▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე... ♥

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ორგანიზატორებს:
☎ 593 22 57 20 ლელა
☎ 555 94 20 01 თენგო

▲შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს... ♥

თავგადასავლებით სავსე 2019 წელი ჩვენ ♥



 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 31/03/19
    დაბრუნება
    • 31/03/19