ინფო ტური ყვარელში - ინწობა, საბუე, შილდა, გავაზი და ა.შ.

ფოტო: Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Max Benidze · CC BY-SA 2.0; George Nikoladze · Public domain · Wikimedia Commons

მიმართულებაკახეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID50202

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

გასვლა არის არაკომერციული. ვდებთ მხოლოდ დელიკის (საწვავის) და მძღოლის თანხას.
???? მგზავრობა დელიკით (JEEP Mitsubishi Delica 4X4).

ზიარის ტბა
გავაზი: ყველაწმინდა (მე-19 ს.), ყარაჯას საყდარი (მე-14 ს.).
ჭიკაანი: კვირაცხოვლის ეკლესია (მე-15-17 სს.)
მთისძირი: არეშის ბაზილიკა
ახალსოფელი: ძველი გავაზის ღვთისმშობლის ეკლესია (მე-6 ს.), დავითგარეჯი (მე-11ს.), წმ. გიორგის სალოცავი (თავ წმ. გიორგი).
ყვარელი: ვაზოვანის ეკლესია (მე-6 ს.), ყორეანის ეკლესია, ყვარლის ტბა, კუდიგორა.
ნელაქრისი: მზის ტაძარი - ქრისტეს შობამდე მე-14-12 საუკუნე, ჭაბუკაურის ბაზილიკა ქრისტეს შობიდან მე-4 საუკუნე.
შილდა: ღვთისმშობლის ტაძრის ნანგრევები (ბარცხანას „ყველაწმინდა“), შილდის ანსამბლი (მე-9 ს.) ღვთისმშობლის შობის, ღვთისმშობლის, ღვთაების, ძელი ჭეშმარიტისა და წმინდა ნინოს ეკლესიები
ენისელი: ნასოფლარ შიხიანის (იგივე " აღდგომის") საეკლესიო კომპლექსი ტაძარი (მე-16-17 ს.). კვირაცხოვლის ეკლესია.
საბუე: ინწობას კომპლექსი (ფიქალები, კახეთის კარიბჭე) - ნათლისმცემლის ეკლესია (მე-6 საუკუნე), საჯარის ჩანჩქერი, იოანე ნათლისმცემლის ბაზილიკა (მე-5-10 საუკუნეები), ორმოცთა საყდარი (მე-14 საუკუნე), წმ. შიოს ბაზილიკა (მე-6 საუკუნე), ჯორჯაძეების სასახლე (მე-16-18 სს.).
გრემი: წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია
ალმატი: წმ.მარინეს ეკლესია (განვით.შაუ საუკ.)

რაოდენობა შეზღუდულია მხოლოდ 5 კაცის წაყვანა შეგვიძლია.
თანხას ვაგროვებთ წინასწარ.

წამოსვლის მსურველებმა მომწერეთ პირად შეტყობინებაში ან დამიკავშირდით ნომერზე ანი.

ვიკრიბებით: მეტრო ისანთან.
გავდივართ 6:30 სთ.
(მეტრო მუშაობს დილის 6:00 საათიდან და ნებისმიერი მეტროსაგურიდან შეძლებთ ნახევარ საათში მოსვლას).

ტურზე გასათვალისწინებელი:
დილით არ ვაჩერებთ მაღაზიასთან. ყავა ვისაც გსურთ თერმოსით წამოიღეთ. პიკნიკზე ვჩერდებით ცოტახანს, რათა მაქსიმალურ დროს ვუთმობთ ძეგლების მონახულებას.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ.

კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.

რა ვნახოთ

  • სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
  • ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
  • ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
  • გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
  • წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
  • დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.

კახეთი: გზამკვლევი
კახეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება კახეთს?
სიღნაღი და ბოდბე ერთ დღეში იოლად ჯდება. თელავის, ალავერდის, გრემისა და ყვარლის დასამატებლად 2–3 დღე სჯობს, ერთი ღამით სიღნაღში და ერთით თელავში.
როდის არის რთველი?
ჩვეულებრივ სექტემბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუამდე; ჯიშისა და ამინდის მიხედვით თარიღი იცვლება. ბევრი მარანი სტუმრებს ყურძნის კრეფასა და დაწურვაში მონაწილეობას სთავაზობს.
რომელი გზით ჯობს წასვლა — გომბორით თუ საგარეჯოთი?
თელავში უფრო სწრაფია გომბორით, სიღნაღში — საგარეჯოს ტრასით. ზამთარში და ძლიერი წვიმისას გომბორის უღელტეხილს უმჯობესია აარიდოთ თავი.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: ლაგოდეხის ბილიკი ჩანჩქერამდე, ყვარლის ღვინის გვირაბი, ილიას ტბა და სიღნაღის გალავანი ბავშვებსაც მოსწონთ. ზაფხულის სიცხეში აქტიური დღე დილით დაგეგმეთ.
როგორ მივიდე დავით გარეჯამდე?
თბილისიდან დაახლოებით 2,5 საათია, ბოლო მონაკვეთი გრუნტის გზაა. ჩვეულებრივ ტურით ან ტაქსით მიდიან — საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.