დავით გარეჯი
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Max Benidze · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
L O S T : დავით გარეჯი - ფერადი უდაბნო - 25 ლ
???? შეკრების ადგილი - სამთო ქიმია (დიდუბე)
⏰ 08 : 00 - გასვლის დრო
???? ტურის სახეობა : სანახაობრივი - პილიგრიმული
???? ფეხით გასავლელი სრული მანძილი : 6 / 7 კმ.
???? ტურის სირთულე : საშუალო სირთულის
???? ტურის ხანგრძლივობა : 1 დღე
???? ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
???? პირველადი დახმარების მედიკამენტები
???? სალაშქრო გამყოლის მომსახურება
???? სალაშქრო გიდის მომსახურება
???? ფოტო და ვიდეო გადაღება
???? ალკოჰოლური სასმელი
???? gopro_თი გადაღება
???? საკვები (თან იქონიეთ ერთი დღის სამყოფი)
???? ღირსშესანიშნავი ადგილები :
???? დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი
???? ფერადი უდაბნო - ფერადი მთები
???? ხედები უდაბნოს
???? ტურის მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა - 10 ადამიანი
???? ტურის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა - 100 ადამიანი
???? თანხა იკრიბება წინასწარ ან ჩაირიცხება ქვემოთ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხა მონაწილეს უკან არ დაუბრუნდება.
ს.ს. „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
გიორგი ჩინჩალაძე
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ
ტურის მენეჯერი - ორგანიზატორი
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.