national delicacy

ყორანთა, ცურტავი, ელიას მთა და ა.შ.

  • ID: 49635
  • ნახვები: 3823
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/03/19
    დაბრუნება
    • 02/03/19
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ისტორიულ ქვემო ქართლში.

1. ცურტავი (ქოლაგირი) - დარეჯან დედოფლის ციხესიმაგრე მე-17ს.
2. ბოლნისის სიონი - მე-5 ს. უძველესი ასომთავრული წარწერა.
3. წუღრუღაშენი - მე-13 ს. წმ. გიორგის ეკლესია
4. ელიას მთის წმ. პეტრე პავლეს სახელობის მამათა მონასტერი
(ულამაზესი ხედებით)
5. ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
6. გერმანული სახლები -კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 12 შენობას მიენიჭა.
7. ყორანთა - 1393 წ. წმ. გიორგის სახელობის ეკლესია.

ჯგუფის სურვილის შემთხვევაში:
ტურის ბოლოს ღვინის დეგუსტაცია ძველ გერმანულ მარანში, მწვადაობა.

✔ 2 მარტი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება:

???? ფეხით სასიარულო მთელი დღის განმავლობაში ანუ ჯამში:
2 კმ. მარტივი. გავისეირნებთ გერმანულ უბნებში.

⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ-დან. გავდივართ 8:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი
???? მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
???? ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
ბოლნისის მუზეუმის ბილეთი:
უფროსებისათვის: 1 ლ.
ბავშვებისა და სტუდენტებისთვის: 0.50.
გიდის მომსახურეობა შედის ამ თანხაში.

???? კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. ????

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ???? ან დაგვიკავშირდით ნომერზე ???? ანი

???? ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⌚ არ ვაგვიანებთ
???? არ ვეწევით მიკროავტობუსში
???? არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
???? აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.

???? ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

- ქოლაგირის ციხე, ასევე დედოფლის ციხესიმაგრე – ფეოდალური ხანის (XVIII საუკუნის დასასრული) ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ცურტავში (ყოფ. ქოლაგირი). მდებარეობს მდ. ალგეთის მარცხენა მხარეს. აქ ადგილი გაშლილია და მისადგომად ყოველ მხრიდან ერთნაირია.
ქართლ-კახეთში აგებულ ამ ტიპის ციხეებიდან ქოლაგირისა ერთ-ერთი უკანასკნელთაგანია. იგი აგებულია 1788–1798 წლებში დარეჯან დედოფლის მიერ. 1801 წ. თვით დარეჯანი წერდა. ,,ქოლაგირის დიდი ციხე და გალავანი ავაშენე“.. შემონახულია წინასწარ შედგენილი პროექტი, რომლის მიხედვითაც აშენდა ეს ციხე. ციხის გეგმა კვადრატულია და 2000 კვ. მ. ფართობი უკავია. ნაგებია დაუმუშავებელი შერჩეული ქვით. აგური გამოყენებულია სალოდეებისათვის და შესასვლელი კოშკების დეკორატიული დამუშავებისათვის. 6 მ სიმაღლის კედელი ქვემოთ უფრო სქელია, ზემოთ კი - თხელია. ე. წ. „საბრძოლო ბილიკი“ გარს შემოუყვება მთელ ციხეს კოშკების მეორე სართულის დონეზე.
ციხის კუთხეებში ცილინდრული კოშკები დგას, აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლების ცენტრებში თითო სწორკუთხა კოშკია. პირველ მათგანში მთავარი შესასვლელია მოწყობილი. კუთხის ცილინდრული კოშკები ერთნაირი გადაწყვეტისაა. სამი სართული საბრძოლო - საცხოვრებელია, ხოლო ბანი მხოლოდ თავდაცვითია, სადაც განლაგებულია სათოფეები, სალოდეები და საზარბაზნეები. გალავნის შიგნით მხოლოდ ერთი პატარა წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის ეკლესიაა. ქოლაგირის ციხეს აქვს ორი შესასვლელი. მას ცოტა ხანს მოუხდა ქვეყნის სადარაჯოზე დგომა. XIX საუკუნის დასაწყისიდან მან სხვა ციხეებთან ერთად დაჰკარგა თავისი ფუნქცია.

- ბოლნისის სიონი - უძველესი ქართული ტაძარი, ბოლნისის სიონი ქვემო ქართლში, სოფელ ბოლნისში მდინარე ფოლადაურის ნაპირას მდებარეობს.ბოლნისის სიონი V საუკუნეში აგებული სამნავიანი ბაზილიკაა, ღია თაღოვანი გალერეით ჩრდილოეთ ფასადის გაყოლებით, მეორე მცირე თაღოვანი გალერეით და სანათლავი ოთახით სამხრეთის მხარეს.როგორც ჩრდილოეთის შესასვლელის თავზე მოთავსებული წარწერა გვამცნობს: ”შეწევნითა წმიდისა სამებისაითა ოც წლისა პეროზ მეფისა ზე ხიქმნა დაწყებაი ამის ეკლესიისაი და ათოთხმეტ წლისა სემდგომად განეშორა”,- ტაძარი 478-493 წლებშია აშენებული. მშენებლობის ინიციატორი გახლდათ დავით ეპისკოპოსი. ტაძრის არქიტექტურა მკაცრი მონუმენტურობით გვხიბლავს – აქ, როგორც საერთოდ ადრინდელი ფეოდალური ხანის არქიტექტურაში, უმთავრესი გულისყური შიდა სივრცის გამშვენებაზეა მიმართული და ფასადის მოკაზმვა ნაკლებად მნიშვნელოვანია.
ტაძარი ნაგებია მომწვანო ფერის კარგად თლილი კვადრებით. ბოლნისის სიონში პირველად ვხვდებით სკულპტურული და ორნამენტული სამკაულის გამოყენებას. ინტერიერში არის გვიანი მხატვრობის ფრაგმენტები. ბოლნისის სიონმა უძველესი ასომთავრული წარწერა შემოგვინახა. ტაძარი მოკაზმულია გასაოცარი რელიეფური სკულპტურებით: ხარის თავით, ფრინველთა თუ ცხოველთა გამოსახულებით, აგრეთვე სხვადასხვაგვარი გეომეტრიული და მცენარეული ჩუქურთმებით, ჯვრებით. ფრინველთა და ცხოველთა ერთ ნაწილს ქრისტიანულ რელიგიაში სიმბოლური დატვირთვა ენიჭება. ფარშავანგი -სულის უკვდავებას განასახირებს, ირემი – მორწმუნე ადამიანთანაა გაიგივებული.
ჯვრის ერთ სახეს – წრეში ჩახაზულ ბოლოებგაფართოებულ ჯვარს სწორედ “ბოლნური ჯვრის” სახელწოდებით ვიცნობთ.
ჩრდილოეთიდან ტაძარს მთელ სიგრძეზე გასდევდა ღია თაღოვანი გალერეა, რომლის უმეტესი ნაწილი დღეს დანგრეულია.ტაძარს გარშემო ფართო, მასიური გალავანი აქვს შემორტყმული. გალავნის შიგნით, გარდა ეკლესიისა, სამსართულიანი სამრეკლოა აღმართული. როგორც მხედრული წარწერა გვამცნობს, სამრეკლო XVII საუკუნის 80-იან წლებში აუგია ბოლნელ ეპისკოპოსს, ნიკოლოზ მუხრანბაგრატიონის ძეს.ტაძარი საფუძვლიანადაა რესტავრირებული. 1634 წელს სპარსელების შემოსევის შედეგად იგი ძლიერ დაზიანდა, XVII საუკუნეში მარიამ დედოფლისა და როსტომ მეფის ბრძანებით აღადგინეს გადახურვის კამარები საბჯენი თაღებით, გაჭრეს დასავლეთ შესასვლელი. XVII საუკუნის ბოლო წლებში ბოლნელმა ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა ტაძარი შეაკეთა, მოხატა და სამხრეთ-დასავლეთით სამრეკლო მიაშენა. 1936-1939 წლებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად ტაძარი კვლავ შეაკეთეს, გადახურეს და გაამაგრეს. ბოლო სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ძეგლს 1970-1971 წლებში ჩაუტარდა.უძველესი ქართული ტაძარი ცნობილია მწიგნობრული საქმიანობოთ. აქ ვხვდებით ბოლნელ ეპისკოპოსთა ინიციატივით დამზადებულ ხელნაწერებს.ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარი ბოლნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და ამჟამად მოქმედია.

- წუღრუღაშენი — წმ. გიორგის XIII საუკუნის ქართული მართლმადიდებლური გუმბათოვანი ტაძარი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბოლნისის სიონიდან ორიოდ კმ-ზე, მდ. ბოლნისისწყლის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე. ეკლესიის წარწერებში მოხსენებული არიან გიორგი მეფე და ეკლესიის მშენებელი ჰასან არსენის ძე. რენე შმერლინგის აზრით, წარწერებში მოხსენიებული გიორგი მეფე გიორგი ლაშაა, ე. ი. ძეგლი აშენებულია მისი მეფობის დროს 1212-1222 წლებში.
წუღრუღაშენი გეგმით ბეთანია-ქვათახევ-ფიტარეთის ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ უფრო პატარაა და გუმბათის ყელიც ძლიერ აზიდული პროპორციებისა აქვს. ნაგებობა გარედან აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებულ სწორკუთხედშია მოქცეული. შიგა სივრცე შექმნილია ჯვრის 4 მკლავისაგან, რომელთაგან მხოლოდ აღმოსავლეთის მკლავია აფსიდით დასრულებული. საკურთხევლის ორივე მხარეს 2 სართულად განლაგებული სათავსებია, რომელთა ქვედა სართულებში სამკვეთლო და სადიაკვნეა მოთავსებული. ჩრდილოეთით ეკლესიას აქვს მოგვიანო ხანის მინაშენი, როგორც ჩანს, საგვარეულო საძვალე-ეგვტერი. განსაკუთრებული სიფაქიზითაა გამოყენებული ეკლესიაში ფერადი ქვები: თბილი მოყვითალო ოქროსფერი, ღვინისფერი და ცისფერი. ძეგლი უხვადაა შემკული მდიდრული ჩუქურთმით. განსაკუთრებით ოსტატურადაა გამოყვანილი მუქი ყვითელი ფერის ქვის გუმბათის ყელის საპირეები და ბაცი მოყვითალო ქვის კარნიზი.

- ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - მუზეუმი ბოლნისში. დაარსდა 1951 წლის11 თებერვალს. მუზეუმში წარმოდგენილი არქეოლოგიური მასალა მოიცავს კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპს - ენეოლითური ხანიდან გვიანი, შუა საუკუნეების ჩათვლით. აგრეთვე წარმოდგენილია არქიტექტურული და ეთნოგრაფიული მასალა.
შენობის პირველი სართულის ერთი დარბაზი დათმობილი აქვს მუნიციპალიტეტში არსებული არქიტექტურული ნივთიერი ძეგლების ნიმუშებს.
მეორე დარბაზის არქეოლოგიურ მასალასთან ერთად განთავსებულია ქართული დამწერლობის განვითარების საფეხურების ამსახველი მასალა: საქართველოში დღემდე აღმოჩენილი ბოლნისის სიონის უძველესი ქართული მრგვლოვანი, რელიეფული ასოებით შესრულებული წარწერების ასლები (V ს.), აგრეთვე იოანე ბოლნელის საფლავის ქვა შესრულებული ასომთავრული ეპიტაფიით (XI ს.), ერეკლე II-ის დროინდელი ძვირფასი საეკლესიო წიგნები, 1712 წ. გამოცემული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.
მუზეუმში დაცულია ბოლნისის მკვიდრის, ჰაგიოგრაფი მწერლის იაკობ ცურტაველის „შუშანაკის წამების“ საიუბილეო (1500 წ.) გამოცემა 5 ენაზე ნათარგმნი და დაბეჭდილი.
მეორე სართული ძირითადად დათმობილი აქვს არქეოლოგიურ ექსპოზიციას. არსებული ექსპონატებიდან აღსანიშნავია იშვიათი ხელოვნების ნიმუში ანტიკური პერიოდის ფრინველის ფორმის დოქი.

- ყორანთა - 1393 წ. წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. ნასოფლარი ყორანთა მდებარეობს მდ. მაშავერას ჩრდილოეთით. 1392 წ. ყორანთა საკათალიკოსო მამულია. XV ს-ში ბარათაშვილები ფლობენ და სწირავენ სვეტიცხოველს. სოფელი 1449-1490 წწ. გაპარტახდა თურქმანული ტომებისა და იაყუბ-ყაენის შემოსევების შედეგად. XVII ს-ის დასაწყისში სოფელი განაახლა ნიკოლოზ კათოლიკოსმა. XVIII ს-ის 20-იან წლებში კათოლიკოსს ყორანთაში 12 ყმა ჰყოლია (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 183). 1721 წ. აღწერაში სოფელი არაა მოხსენიებული.ყორანთას გაპარტახება უნდა გამოეწვია ოსმალ-ყიზილბაშთა და ლეკთა თარეშს.XIX ს-ის პირველ ნახევარში ყორანთას მიწებზე ვიუტერბერგელმა გერმანელებმა დააარსეს კოლონია ე. წ. ეკატერინენფელდი.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/03/19
    დაბრუნება
    • 02/03/19