national delicacy

მოირონინე კოჯრის ციხე, კაბენი, ელიზაბეტთალი

  • ID: 49500
  • ნახვები: 3233
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/02/19
    დაბრუნება
    • 23/02/19
დამატებითი ინფორმაცია

23 თებერვალს მოლაშქრეთა კლუბი რონინი გთვაზობთ 1 დღიან ტურს ქვემო ქართლში, მდინარე ასურეთის წყლის ხეობაში


შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 07:45 სთ.
გასვლა: 08:00 სთ.

ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

მოსანახულებელი ადგილები:
1. კოჯრის ციხე - XI ს. - მდებარეობს აზეულას მთაზე, კოჯრის ციხეს XV საუკუნემდე აგარათა ციხე ერქვა, ამ ციხეს ქოროღლის ციხის სახელწოდებითაც იხსენიებენ. ეს სახელწოდება XVIII საუკუნიდან დამკვიდრდა. ვახუშტი ბაგრატიონი კი კოჯრის ციხეს აზეულას უწოდებს.
2. ღოუბნის ორმოცნი - XVI–XVII საუკუნეების ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესია და კოშკი.
3. კაბენის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია - შემორჩენილი ნახატებისა და ფოტოსურათების მიხედვით კაბენის ტაძარი XIII საუკუნის I ნახევრის ძეგლი ყოფილა.
4. ასურეთის წყალსაცავი
5. გერმანული სოფელი ელიზაბეტთალი - ალექსანდრე პირველის 1804 წლის მანიფესტის მიხედვით, დაპყრობილი ტერიტორიების ასათვისებლად უცხოელებს იწვევდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან. ალექსანდრე პირველის მეუღლის პატივსაცემად, თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ასურეთს, სადაც გერმანელების 1 400 ოჯახი ჩამოასახლეს, ელიზაბეტთალი ეწოდა. სოფელი გამორჩეულია სახლებით, რომელებიც თეთრი ქვითა და ცემენტით, ლურსმნის გარეშეა აგებული. თითქმის 125-წლიანი ცხოვრების შემდეგ, 1941 წელს, გერმანელები შუა აზიაში გადაასახლეს. გადასახლების შემდეგ სოფელში რაჭველები ჩამოასახლეს და მხოლოდ ის გერმანელები დატოვეს, რომლებიც ქართველებზე იყვნენ დაქორწინებულნი.

მარშრუტის სირთულე:
მარტივი

ფეხით გასავლელი მანძილი:
12 კმ.

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა

ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 15 ლარი

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
ტურზე გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.

ფასში შედის:
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური)

ფასში არ შედის:
საკვები


რა ჩავიცვა?!
რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ

აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!

ტური რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი


ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე15.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/02/19
    დაბრუნება
    • 23/02/19